ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62:
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი იყო გერმანიაში პირველი, რომელიც [[ნაციონალ-სოციალიზმი|ნაციონალ-სოციალიზმის]] სამსახურში ჩადგა. ამან გამოიწვია ებრაული წარმოშობის დოცენტების უმრავლესობის განთავისუფლება თანამდებობებიდან, ხოლო შემდეგ კი სტუდენთთა გარიცხვაც პოლიტიკური და რასობრივი მოტივებით. ბევრი ემიგრანტი გახდა, ორი პროფესორი კი ტერორს ემსხვერპლა. 1933 წლის [[წიგნების დაწვა |წიგნების დაწვაში]] უნივერსიტეტის მოედანზე აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები. მესამე რაიხის ხანა აღინიშნა დაუფარავად ფაშისტური განწყობილებების ბატონობით.
=== დასავლეთ გერმანია ===
[[ფაილი:229832 original (1).jpg|frameless|მარჯვნივ|უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი]]
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]] უნივერსიტეტი არ დაზარალებულა, მაგრამ საჭირო შეიქნა სულიერი განახლება. ფილოსოფოს კარლ იასპერსის ხელმძღვანელობით შემუშავდა ახალი წესდება, რომლითაც უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება „''ემსახუროს სიმართლის, სამართლიანობის და კაცთმოყვარეობის ცოცხალ სულს''“. პირველი ომისშემდგომი რექტორი ქირურგი [[კარლ ჰაინრიხ ბაუერი |კარლ ჰაინრიხ ბაუერი]] გახდა. უნივერსიტეტი დაიყო სივრცობრივადაც: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მედიცინის ფაკულტეტის ნაწილი გადავიდა ნოიენჰაიმერ ფელდის საუნივერსიტეტო შენობებში, მაშინ როდესაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები ძველ ქალაქში დარჩნენ. გაფართოვდა ძველი კლინიკა ბერგჰაიმში.
რეფორმებმა შეცვალეს უნივერსიტეტის სტრუქტურაც: პირველსაწყისი ოთხი ფაკულტეტის ნაცვლად (თეოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო და ფილოსოფიური) 1969 წელს უნივერსიტეტი 16 ფაკულტეტად დაიყო. 1968 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა [[პაციენტთა სოციალისტური კოლექტივი |პაციენტთა სოციალისტური კოლექტივი]]. სტუდენტთა რაოდენობამ საიუბილეო 1986 წელს 27 ათასს მიაღწია: ისინი ჰაიდელბერგის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ. ომისშემდგომ წლებში აღდგა აგრეთვე უცხოელ სტუდენტთა ტრადიციულად დიდი რაოდენობა.
 
=== თანამედროვე გერმანია ===
უკანასკნელ წლებში თავისი მრავალრიცხოვანი კლინიკებისა და სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებთან ერთობლივი მუშაობის საშუალებით უნივერსიტეტმა აღიარება ჰპოვა მედიცინის, [[ნეირობიოლოგია |ნეირობიოლოგიის]], ფიზიკის, მათემატიკისს და ინფორმატიკის, იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სფეროებში. ჰაიდელბერგი გახდა პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დააარსა ფილიალები საზღვარგარეთ, მაგალითად, [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[ჩილე|ჩილეში]] და [[აშშ]]-ში ([[მასაჩუსეტსი]]).