ტუტანხამონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
'''ტუტანხამონი''' (ამონის ცოცხალი ხატება) თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) ([[ძვ. წ. 1355]] — [[ძვ. წ. 1337]]) [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტია|XVIII დინასტიის]] ფარაონი [[ძვ. წ. 1347]] — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი '''ტუტანხატონი''' ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.
 
ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი მეფე, „მწვალებლად“ წოდებული [[ეხნატონი]]. მაგრამ მთავარი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა [[ეხნატონი]]ს მთავარი ცოლი, [[ნეფერტიტი]], არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის. იმავე სამარხში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ [[ტიაი]]ს.
 
ტუტანხამონი დახლოებით 3 300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და სულ რაღაც ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი [[ეხნატონი]] იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და [[მონოთეიზმი]]ს დამკვიდრება სცადა.
 
 
გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ცხადყო ასევე ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები. ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალური მდივანის, [[ზაჰი ჰავასი]]ს თქმით, ტუტანხამონი როგორც ჩანს, [[მალარია|მალარი]]ის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული. ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა. 19 წლის ასაკში ის წაქცეულა და ამის შემდეგ მალე გარდაცვლილა.
 
ტუტანხამონის აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, [[ჰოვარდ კარტერი|ჰოვარდ კარტერ]]მა აღმოაჩინა [[1922]] წელს.
== ლიტერატურა ==
*Andritsos, John. Social Studies of ancient Egypt: Tutankhamun. Australia 2006
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუტანხამონი“-დან