ჩარლზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(92.51.105.16-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Island-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
პასუხად მეფემ ისევ დაითხოვა პარლამენტი და ინგლისში მკაცრი ერთმმართველობა დაამყარა.
 
ვითარება მხოლოსმხოლოდ [[1640]] წელს შეიცვალა.შოტლანდიასთან დაწყებული ომის გამო იძულებული გახდა,ისევ მოეწვია პარლამენტი.ის [[1640]] წლიდან [[1653]] წლამდე მუშაობდა და „[[ხანგრძლივი პალამენტი]]“ ეწოდა. პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა მეფის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მათ მიიღეს 204-მუხლიანი დოკუმენტი , რომელშიც მეფის პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული.პარლამენტმა გააუქმა მეფის შემოღებული უკანონო გადასახადები და სხვა კანონებიც.აიკრძალა პარლამენტის დათხოვნა მისი თანხმობის გარეშე.პარლამენტი ცდილობდა,მოეპოვებინა მინისტრების დანიშვნისა და მეფის სხვადასხვა ქმედებათა კონტროლის უფლება.
 
პარლამენტში მეფის მომხრეებიც იყვნენ , ძირითადად,უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები. მათ ,,კავალეტებს" უწოდებდნენ. ისინი მეფის უფლებების ასეთ შეზღუდვის ჭინააღმდეგწინააღმდეგ გამოდიოდნენ და ცდილობდნენ,სამეფოში ძველი წესრიგი შეენარჩუნებინათ.
 
მათი მოწინააღმდეგეები კი , რომლებსაც მეფის მომხრეები "მრგვალთავიანებს" უწოდებდნენ - ძირითადად წვრილი მემამულეები - პარლამენტის უფლებების გაძლიერებას, ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას უჭერდნენ მხარს. ამ დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა [[ოლივერ კრომველი]]. დაპირისპირება მეფესა და პარლამენტის გარკვეული ნაწილის შორის უკიდურესად გამწვავდა. მეფე იძულებული გახდა , თავის მომხრეებთან ერთად დაეტოვებინა ლონდონი და იორკში დაბანაკებულიყო. კრომველმა [[1645]] წ. [[ნეიზბის ბრძოლა]]ში გაანადგურა მეფის მომხრეები. ჩარლზმა კიდევ სცადა ბრძოლა ტახტისა და ხელისუფლების დასაბრუნებლად , მაგრამ ის ტყვედ ჩავარდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ,,არაბუნებრივი , მკაცრი და სისხლისმღვრელი ომის დაწყებასა და გაგრძელებაში" და მეფეს სიკვიდილი მიუსაჯა. [[1649]] წელს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა.
ანონიმური მომხმარებელი