ანდრომედეს გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
}}
 
'''ანდრომედას გალაქტიკა''' — სპირალური [[გალაქტიკა]], რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი [[სინათლის წელიწადი|სინათლის წლის]] მანძილზე იმყოფება [[დედამიწა|დედამიწიდან]], ანდრომედას [[თანავარსკვლავედები|თანავარსკვლავედში]]. ის ასევე ცნობილია, როგორც "მესიერმესიე 31", M31 ან NGC 224. ანდრომედა ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც "დიდებული ანდრომედას ნისლეული". ეს გალაქტიკა უახლოესი ''სპირალური'' გალაქტიკაა, რომელიც [[ირმის ნახტომი|ჩვენს გალაქტიკასთან]] მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი [[მითოლოგია|მითოლოგიური]] პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "[[ადგილობრივი ჯგუფი|ადგილობრივ ჯგუფში]]", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს [[ირმის ნახტომი|"ირმის ნახტომს"]] და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია "[[ადგილობრივი ჯგუფი|ადგილობრივ ჯგუფში]]", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ [[ბნელიმატერია|ბნელ მატერიას]] და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური [[ადგილობრივი ჯგუფი|ჯგუფში]]. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი [[ტელესკოპი]]თ მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი [[ვარსკვლავი]]: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარს მნათობს.
 
ანდრომედას გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1x10<sup>11</sup> [[მზე|მზის]] მასას. შედარებისთვის, 2009 წლის კვლევების მიხედვით, "ირმის ნახტომი" და ანდრომედა დაახლოებით ერთი და იმავე მასის არიან, ხოლო 2006 წლის გამოკვლევები აჩვენებენ, რომ "ირმის ნახტომი" ანდრომედას მხოლოდ 80% იწონის. 3,75 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება.