საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ფორმატი
ხაზი 14:
ტექსტი საგანგებო წერილთან ერთად გაეგზავნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ემიგრაციაში მყოფ მთავრობას. კავშირს კომიტეტსა და მთავრობას შორის ახორციელებდა ე.წ. "[[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინეპოლის]] ბიურო" რომელიც წარმართავდა ასევე საიდუმლო (და, სამწუხაროდ, უშედეგო) მოლაპარაკებებს [[თურქეთი|თურქეთის]], [[საფრანგეთი|საფრანგეთის]], [[გერმანია|გერმანიის]] და [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] მთავრობებთან დახმარების თაობაზე.
 
დამკომთან შეიქმნა "სამხედრო ცენტრი", რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი|კოტე აფხაზი]] ([[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] დის შვილი).
 
თავისი ფართო აგენტურული ქსელის საშუალებით და გამცემლობის შედეგად, ბოლშევიკურმა [["საგანგებო კომისია"|"საგანგებო კომისია"-მ]] (ე.წ. "ჩეკა") პატიმრობაში აიყვანა მრავალი შეთქმულთაგანი. განსაკუთრებით დიდ დარტყმა მიადგა კომიტეტს [[1923]] წლის გაზაფხულზე, როდესაც დააპატიმრეს დამკომის თავმჯდომარე ნ. ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის 15 წევრი: გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი|კოტე აფხაზი]], გენერალი [[ალექსანდრე ანდრონიკაშვილი]], გენერალი [[ვარდან წულუკიძე]], პოლკოვნიკი [[როსტომ მუსხელიშვილი]], პოლკოვნიკი [[ელიზბარ გულისაშვილი]], პოლკოვნილი [[ალექსანდრე მაჭავარიანი]], პოლკოვნიკი [[გიორგი ხიმშიაშვილი]], როტმისტრი [[ლევან კლიმიაშვილი]], როტმისტრი [[სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი]], კაპიტანი [[დიმიტრი ჩრდილელი]], კაპიტანი [[ივანე ყარანგოზიშვილი]], კაპიტანი [[ფარნაოზ ყარალაშვილი]], [[იასონ კერესელიძე]] (გენერალ [[ლეო კერესელიძე|ლეო კერესელიძის]] უმცროსი ძმა), [[სიმონ ჭიაბრიშვილი]] და [[ნიკოლოზ ზანდუკელი]]. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი "ვაკის პარკის" ტერიტორიაზე. ამის შემდეგ არჩეულ იქნა დამკომის სამხედრო ცენტრის ახალი შემადგენლობა გენერალ [[სპირიდონ ჭავჭავაძე|სპირიდონ ჭავჭავაძის]] ხელმძღვანელობით. ჩეკას ტყვეობაში აღმოჩნდნენ ასევე ემიგრაციიდან დაბრუნებული მენშევიკი მოღვაწეები [[ნოე ხომერიკი]] და [[ვალიკო ჯუღელი]].
 
[[1924]] წლის [[აგვისტოს აჯანყება]], ცენტრთან შეუთანხმებელი და ადგილობრივი მენშევიკების დესტრუქციული მოქმედების გამო, [[ჭიათურა|ჭიათურაში]] დაიწყო დმკომის მიერ დადგენილ ვადაზე 24 საათით ადრე,- ხსენებული წლის [[28 აგვისტო|28 აგვისტოს]], დილის 6 საათზე. ამან მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ამბოხების მთელ შემდგომ მსვლელობაზე. აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 1924 წლის 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს [[შიო მღვიმეს მონასტერი|შიო მღვიმეს მონასტერში]] და დააპატიმრა მისი ლიდერები, მ.შ. თავ-რე კოტე ანდრონიკაშვილი. ისინი პირადად [[ლავრენტი ბერია|ლ. ბერიამ]], ამიერკავკასიის და საქართველოს ჩეკას უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, წითელი ტერორი საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ მებრძოლთა მცირე ნაწილმა (მაგ., [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]], [[მიხეილ ლაშქარაშვილი]], [[სერგო მათითაიშვილი]]) მოახერხა საზღვარგარეთ გახიზვნა.