ბაშკირული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
 
1923 წლის 17 დეკემბერს ბაშკირეთის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს აკადემიურმა ცენტრმა შარიფ სიუნჩელეის მეთაურობით მიიღო გადაწყვეტილება ბაშკირული სალიტერატურო კუვაკანური კილოს დაყრდნობასთან დაკავშირებით. 1924 წლის 20 თებერვალს ბაშკირეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გამოიტანა დადგენილება „ბაშკირთა სალიტერატურო ენის შესახებ“, რომლის თანახმად, „საყრდენ დიალექტად არჩეულ იქნა იურმათის დიალექტი“ შემდგომი მისი დამუშავებისათვის იმისთვის, რომ იგი გასაგები გამხდარიყო „ბაშკირეთის მთელი თურქული მოსახლეობისათვის“. აღნიშნული დადგენილების პროტესტის ნიშნად, ზოგიერთი გაზეთი იბეჭდებოდა უშუალოდ კუვაკანურ დიალექტზე. ამავე დროს ერთ სათემოებსა და კანტონებში გამოიყენებოდა კუვაკანური კილო, ხოლო სხვებში — იურმათული. შედეგად, გადაწყვეტილ იქნა ბაშკირული სალიტერატურო ენის ფორმირება ორი დიალექტის საფუძველზე: კუვაკანურსა და იურმათიზე.
 
1924 წლის 2 მარტს ბაშკირეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კომისიის სხდომაზე გადაწყვიტეს კუვაკანური დიალექტიდან სალიტერატურო ენაში [[მრავლობითი რიცხვი]]ს ოთხი ვარიანტის ჩართვა: -ҙaр/-ҙәр, -тар/-тэр, -дар/-дәр, -лар/-ләр, ხოლო იურმათის დიალექტიდან ისესხეს სიტყვათწარმომქმნელი აფიქსები — лык/-лек, -ла/-лә და ა.შ. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სალიტერატურო ენამ ისესხა სიტყვა და ბრუნვა ორივე აღნიშნული დიალექტიდან, მცირე ლინგვისტური გამონაკლისებით. ასე, მაგალითად, წინააღმდეგობის გადაწყვეტისათვის ათარის ვარიაციათა შორის „კონი“ და ათარი „ის/იგი აბიჯებს“, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ათარი გაეხადათ „კონი“ და ათლარი „ის/იგი აბიჯებს“. ჩრდილო-დასავლელი ბაშკირები, რომელთა ენაც სხვა დიალექტებთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სალიტერატუროსაგან, უპირატესობა მიანიჭეს თათრული ენის გამოყენებას.
 
1930-1950 წლებში შეინიშნებოდა სალიტერატურო ენის სწრაფი განვითარება და მისი ძირითადი ფუნქციონარული სტილის დაყენება, ხოლო 1950-იანი წლებიდან აღინიშნება თანამედროვე ბაშკირული სალიტერატურო ენის ნორმატივების სტაბილიზაცია.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაშკირული_ენა“-დან