ჯუნგარის ალათაუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
| რუკის წარწერა = ჯუნგარის ალათაუს გეოგრაფიული რუკა
}}
'''ჯუნგარის ალათაუ''' ან '''ჯუნღარის ალათაუ''' ({{lang-kk|Жетісу Алатауы}}, {{lang-zh|准格尔阿拉特}}, {{lang-mn|Алаг Уул}}) — მთათა სისტემა [[ყაზახეთი|ყაზახეთსა]] და [[ჩინეთი|ჩინეთში]]. გაწოლილია [[ალაქოლი|ალაქოლის ტბასა]] და მდინარე [[ილი (მდინარე)|ილის]] შორის. აღმოსავლეთით შემოზღუდულია [[ჯუნგარის ჭიშკარი|ჯუნგარის ჭიშკრით]]. გადაჭიმულია თითქმის 450 კილომეტრზე, სიგანე 50-იდან 190 კმ-მდე.<ref>[http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/1667/%D0%94%D0%B6%D1%83%D0%BD%D0%B3%D0%B0%D1%80%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9 ჯუნგარის ალათაუ — გეოგრაფიული ენციკლოპედია] {{ru icon}}</ref> შედგება რამდენიმე პარალელური ქედისაგან. მაღალთიანი ღერძული მთავარი ქედის სამხრეთით განლაგებულია რიგი საშუალომთიანი პარალელური ქედი: [[თოქსანბაი]], [[ბეჯინთაუ]] და [[თიშქანთაუ]]. ჭარბობს 1500 მეტრიდან 3000 მეტრამდე სიმაღლის მასივები. მაქსიმალური სიმაღლეა 4562 მ (მთა [[სემიონოვ-ტიან-შანსკის პიკი]]).<ref>[http://mountain.nsu.ru/wiki/%D0%9E%D1%81%D0%B2%D0%B0%D0%B8%D0%B2%D0%B0%D0%B5%D0%BC_%D0%94%D0%B6%D1%83%D0%BD%D0%B3%D0%B0%D1%80%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%90%D0%BB%D0%B0%D1%82%D0%B0%D1%83 Осваиваем Джунгарский Алатау]</ref> ქედს სახელი ეწოდა [[ჯუნგარის ვაკე|ჯუნგარის ვაკის]] სახელის მიხედვით.
 
ჯუნგარის ალათაუს ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია დევონური და კარბონული ქვიშაქვებითა და ფიქლებით, სამხრეთი — კარბონული და პერმული ვულკანური ქანებით, ცენტრალური ნაწილი — უფრო ძველი [[კრისტალური ქანები]]თ. ჯუნგარის ალათაუში არის პოლიმეტალების, სპილენძის, იშვიათი ლითონების საბადოები, თერმული მინერალური წყაროები. ჯუნგარის ალათაუს [[რელიეფი]] ჩამოყალიბდა კაინოზოური [[ტექტონიკა|ტექტონიკური მოძრაობებით]]. დაბალ- და საშუალომთიან მასივებზე შემორჩენილია ძველი დენუდაციური ზედაპირები. ცენტრალურ ნაწილში არის მყინვარები. აღსანიშნავია [[აბაის მყინვარი]], [[ჯამბულის მყინვარი]] და [[ბერგის მყინვარი]]. სულ ცნობილია 1350 [[მყინვარი]], რომელთა საერთო [[ფართობი]]ა 1100 კმ².
 
[[აბაის მყინვარი]] წარმოადგენს ჯუნგარის ალათაუს უგრძეს მყინვარს, რომლის სიგრძეა 8,5 კმ, [[ფართობი]] 10,2 კმ², ხოლო სისქე 100 მ. [[ჯამბულის მყინვარი]] ვრცელდება ჯუნგარის ალათაუს ჩრდილო კალთაზე, მდინარე [[პატარა ბაქსანი]]ს ზემოთში. მყინვარის სიგრძეა 6 [[კილომეტრი]], [[ფართობი]] 2 კმ², ხოლო აბლაციის ფართობი 5,7 კმ².<ref>[http://silkadv.com/en/content/dzhambula-lednik ჯამბულის მყინვარი — Джамбула ледник]</ref> [[ბერგის მყინვარი]] გაწოლილია ჯუნგარის ალათაუს ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე. მისი სიგრძეა 8 [[კილომეტრი]], [[ფართობი]] 16,7 კმ², ხოლო სისქე 80 მ.
ხაზი 36:
[[თოვლის მიჯნა]] გადის 3200-3800 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ ლეფსის სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1630 მ სიმაღლეზე მდებარეობს თვალწარმტაცი [[ჟასილქოლის ტბა]], რომლის ფართობია სულ რაღაც 1 კმ², ხოლო სიღრმე დაახლოებით 30-50 მეტრის ფარგლებშია.<ref>[http://almatyregion-tour.kz/ru/location/zhasylkol-lake.html ჟასილქოლის ტბა — Озеро Жасылколь]</ref>
 
ჯუნგარის ალათაუში კარგად არის გამოხატული ვერტიკალური სარტყლურობა. ნახევარუდაბნო და სტეპი 1200 მ სიმაღლეზე ტყემდელოს სარტყელში გადადის; 2600 მეტრის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოს [[ლანდშაფტი]]ა, რომელიც შემდეგ ნივალურით იცვლება.<ref>{{ქსე|11|579||არა}}</ref> [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 3200 მეტრის ზემოთ გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია.<ref name="knowledge" />
 
==სქოლიო==