ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

== ბიოგრაფია ==
 
ლონდა ღვალაძემ დაამთავრა [[თეატრალური ინსტიტუტი|თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი]]ს სამსახიობო ([[1949]]) და თეატრმცოდნეობის ([[1951]]) ფაკულტეტები. [[1949]]-[[1950]] იყო თბილისის [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის]] მსახიობი, ხოლო [[1951]]-[[1965]] წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის (ამჟამად [[ფოლკლორის ეროვნული ცენტრი]]) თეატრალური განყოფილების უფროსი მეთოდისტი (1951-1954) და ამავესარეპერტუარო განყოფილების გამგე (1954-1965). აღნიშნულ წლებში ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანი იყო ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შეკრებისა და აღდგენის მიზნით ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის მიერ ორგანიზებული მრავალი ექსპედიციის მონაწილე. [[1975]]-[[1995]] - საქართველოს კულტურის სამინისტროს [[თბილისის საცირკოსაესტრადო და საესტრადოსაცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი|თბილისის საცირკოსაესტრადო და საესტრადოსაცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისასწავლებლის]] ქართული სასცენო მეტყველების უფროსი მასწავლებელი. იგი წლების მანძილზე ([[1955]]-[[1965]]) იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს თვითმოქმედების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსების ლექტორი. მან აღზარდა ქართული ესტრადის და სასცენო მეტყველების არაერთი ცნობილი ოსტატი (მათ შორის, ელდინო საღარაძე, ლიზა ბაგრატიონი და სხვანი). მან დიდი ამაგი დასდო არაქართველი ავტორების დრამატული ნაწარმოებების გადმოქართულების საქმეს: მას ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს თარგმანები. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციის წევრად. 1955-1965 წლებში მის მიერ არის შედგენილი და მისი რედაქციით გამოიცა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის არაერთი კრებული თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივებისათვის. მასვე ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს ქართული თარგმანები. [[1961]] წელს გამომცემლობამ "ხელოვნება" გამოსცა ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანის მონოგრაფია "საქართველოს სახალხო თეატრები". [[1960]] წელს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურმა სახლმა გამოსცა "მეთოდური მასალების კრებული თვითმოქმედი კოლექტივების დასახმარებლად", რომელშიც შესულია ლ. ღვალაძის და ვ. ლოლაძის მეთოდური სახელმძღვანელო "სპექტაკლის დამდგმელთა დასახმარებლად".
 
==ლიტერატურა==
* თ. გომართელი. ამაგდარი.- გაზ. "სოფლის ცხოვრება", N240, 1989.
 
{{DEFAULTSORT:ღვალაძე-ჭაბუკიანი, ლონდა}}
742

რედაქტირება