ბაშკირული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
| კოდი =
}}
'''ბაშკირული ენა''' ({{Audio|bashqort_tele.ogg|башҡорт теле}} {{IPA|[bɑʂ.ˌqʊ̞rt.tɪ̞ˈlɪ̞]}}) — [[ბაშკირეთი]]ს მკვიდრი მოსახლეობის ენა. შედის [[თურქული ენები]]ს დასავლური შტოს ყივჩაყურ ჯგუფში. 2010 წლის მდგომარეობით ბაშკირულ ენაზე ლაპარაკობსლაპარაკობდა 1 245 990 [[ადამიანი]], ბაშკირული ენის [[ფონეტიკა|ფონეტიკური სისტემისათვის]] დამახასიათებელია [[ხმოვანი|ხმოვნის]] დუნე და უკანა არტიკულაცია, მინიმალური ბაგისმიერობა, ეგრეთ წოდებული არასრული წარმოქმნის ხმოვნები, ლაბიალიზებული a° ხმოვანი, [[თურქული ენები|საერთო თურქული]] [[e]], [[o]], [[ö]] და ბაშკირული [[i]], [[u]], [[ü]] ხმოვნებს შორის შესატყვისობა. [[თანხმოვანი|თანხმოვანთა]] შორის აღსანიშნავია ინტერდენტალური [[ფონემა|ფონემების]] არსებობა. გრამატიკული სისტემა ძირითადად მისდევს [[თურქული ენები|თურქულ ენათა სისტემას]]. ძირითადი დიალექტებია აღმოსავლური, ჩრდილო-დასავლური და სამხრეთული. [[დამწერლობა]] 1929 წლამდე ეფუძნებოდა [[არაბული დამწერლობა|არაბულ გრაფიკას]], 1929 წლიდან [[ლათინური დამწერლობა|ლათინურს]], 1939 წლიდან კი [[კირილიცა|რუსულს]]. ბაშკირული ენის ამჟამინდელი დამწერლობა ეფუძნება [[კირილიცა]]ს.
 
ბაშკირული ენა არის ბაშკირეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა. ბაშკირული ენის იურიდიული სტატუსი როგორც სახელმწიფოებრივი ენისა (რუსულ ენასთან ერთად) პირველად განისაზღვრა ბაშკირეთის საბჭოთა რესპუბლიკის დროებითი სამხედრო რევოლუციური კომიტეტის მდგომარეობით 1920 წლის 24 მარტს.<ref>{{წიგნი |სათაური = История башкирского народа: в 7 т./ гл. ред. М. М. Кульшарипов; Ин-т истории, языка и литературы УНЦ РАН |ადგილი = Уфа| გამომცემლობა = Гилем|წელი = 2010|ტომი = V |გვერდები = 468 |isbn = 978-5-7501-1199-2}}</ref> დღეისათვის აღნიშნული მდგომარეობა თანდართულია ბაშკირეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში.<ref>[http://www.gsrb.ru/ru/lawmaking/law/8115/ Конституция Республики Башкортостан. ч.4 статья 1]</ref>
 
ბაშკირული ენა წარმოადგენს განათლების საშუალებასა და სწავლის საგანს დაწყებითსა და საშუალო სკოლებში, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენება როგორც ჰუმანიტარული საგნების სწავლების საშუალება და როგორც საგანი ისე ისწავლება. ბაშკირულ ენაზე გამოიცემა სასწავლო, მხატვრული და პუბლიცისტური ლიტერატურა, გამოდის ჟურნალ-გაზეთები, ხორციელდება სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა, ფუნქციონირებს თეატრი და ა. შ. ენის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრებია: [[რუსეთის მეცნიერებათა აკადემია|რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრისცენტრი]]ს ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, ბაშკირეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილება, ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაშკირეთის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაშკირული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
 
მსოფლიოში ბაშკირულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა 1,2 მილიონ ადამიანს აღწევს. 2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რუსეთში ბაშკირულ ენას ფლობდა 1 152 404 ადამიანი, რომელთაგან: 977 484 ბაშკირია, 131 950 თათარი, 20 258 რუსი, 6 276 ჩუვაში, 3 211 მარელი, 1 953 ყაზახი, 1 630 უდმურტი, 1 279 უზბეკი და 8 363 სხვა ეროვნების პირი. გავრცელებულია საკუთრივ [[ბაშკირეთი|ბაშკირეთში]], [[ჩელიაბინსკის ოლქი|ჩელიაბინსკის]], [[ორენბურგის ოლქი|ორენბურგის]], [[ტიუმენის ოლქი|ტიუმენის]], [[სვერდლოვსკის ოლქი|სვერდლოვსკის]], [[კურგანის ოლქი|კურგანის]], [[სამარის ოლქი|სამარის]], [[სარატოვის ოლქი|სარატოვის ოლქების]] ტერიტორიებზე, [[პერმის მხარე]]ში, [[თათრეთი]]სა და [[უდმურტეთი|უდმურტეთის რესპუბლიკებში]].<ref>[http://www.gks.ru/free_doc/new_site/perepis2010/croc/Documents/Vol4/pub-04-07.pdf Владение языками населением наиболее многочисленных национальностей по субъектам Российской Федерации]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაშკირული_ენა“-დან