ბაშკირული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 45:
XX საუკუნის დასაწყისში ყალიბდება თანამედროვე სალიტერატურო ბაშკირული ენა, რომელსაც გააჩნია სტანდარტიზებული ბუნება და ზედიალექტური მდგომარეობა.
თანამედროვე სალიტერატურო ენა ძირითადად გამოხატავს ბაშკირული ენის სამხრეთული დიალექტის ფონეტიკურ თავისებურებას, თუმცა შეითვისა ლექსიკა და აღმოსავლური დიალექტის ზოგიერთი განსხვავებული ნიშანი. თანამედროვე სალიტერატურო ბაშკირული ენა ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში ურალ-პოვოლჟურ თურქის ძველი სადამწერლო ტრადიციების სინთეზისა და სახალხო-სასაუბრო მეტყველებისა და ენის ფოლკლორის ხარჯზე.<ref name="blencl" />
 
1921 წლის 9 აპრილს სალიტერატურო ბაშკირული ენის საფუძველზე დამტკიცდა კუვაკანის დიალექტი; ეს არჩევანი იმით აიხსნებოდა, რომ კილოკავი უნდა ყოფილიყო შორს თათრული ენისაგან. სრულიად ბაშკირეთის I კონფერენცია ახალი ანბანის შესახებ 1921 წლის დეკემბერში განიხილავდა საკითხს სალიტერატურო ენის დიალექტური საფუძველის შესახებ, სადაც მოსმენილ იქნა მოხსენება ბაშკირული ენის კუვაკანის დიალექტის სალიტერატურო ნორმის აღიარების სასარგელბოდ.
 
1922 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია ბაშკირული სალიტერატურო ენის ანბანისა და ორთოგრაფიის შემუშავების შესახებ, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ: [[შაგით ხუდაიბერდინი]], [[საგით რამიევი]], [[კარიმ ხანიფი]], [[შარიფ მანატოვი]], [[დაუტ იულტი]] და სხვა. 1923 წლის 18 თებერვალს ბაშკირეთის ასსრ სახალხო კომისარების საბჭოს დეკრეტის თანახმად, შეიქმნა ცენტრლაური კომისია ბაშკირული ენის რეალიზაციის შესახებ, რომელსაც სათავეში [[შაგით ხუდაიბერდინი]] ჩაუდგა, რომელიც გარდა ამისა, დაკავებული იყო აგრეთვე სალიტერატურო ენის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტილებაში. თვით [[შაგით ხუდაიბერდინი]] იყო იურმატინის დიალექტის სალიტერატურო ნორმად აღიარების მომხრე.
 
1923 წლის 27 თებერვალს ბაშკირეთის ასსრ სახალხო კომისარების საბჭომ დაამტკიცა „ინსტრუქცია ბაშკირული ენის სახელმწიფოებრივი და კერძო სამართლებრივი დაწესებულებების სათემო და სასოფლო მასშტაბებში შეყვანის შესახებ“. 1923 წლის დეკემბერში შემოიღეს ახალი ბაშკირული დამწერლობა არაბული გრაფიკის საფუძველზე. 1924 წელს შეიქმნა ბაშკირთის ახალი ბაშკირული ანბანის ცენტრალური კომიტეტი.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაშკირული_ენა“-დან