ბაშკირული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
ბაშკირული ენა წარმოადგენს განათლების საშუალებასა და სწავლის საგანს დაწყებითსა და საშუალო სკოლებში, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენება როგორც ჰუმანიტარული საგნების სწავლების საშუალება და როგორც საგანი ისე ისწავლება. ბაშკირულ ენაზე გამოიცემა სასწავლო, მხატვრული და პუბლიცისტური ლიტერატურა, გამოდის ჟურნალ-გაზეთები, ხორციელდება სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა, ფუნქციონირებს თეატრი და ა. შ. ენის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრებია: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, ბაშკირეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილება, ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაშკირეთის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაშკირული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
 
მსოფლიოში ბაშკირულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა 1,2 მილიონ ადამიანს აღწევს. 2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რუსეთში ბაშკირულ ენას ფლობდა 1 152 404 ადამიანი, რომელთაგან: 977 484 ბაშკირია, 131 950 თათარი, 20 258 რუსი, 6 276 ჩუვაში, 3 211 მარელი, 1 953 ყაზახი, 1 630 უდმურტი, 1 279 უზბეკი და 8 363 სხვა ეროვნების პირი.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაშკირული_ენა“-დან