იეჰოვას მოწმეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის თანამედროვე ისტორია 19-ე საუკუნის ბოლოს იღებს სათავეს. იმ დროს, [[ბიბლია|ბიბლ]]იის მკვლევართა პატარა ჯგუფის წევრები, რომლებიც [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებ]]ში, [[პენსილვანია]]ში, [[პიტსბურგი|პიტსბურგ]]თან ახლოს ცხოვრობდნენ, შეუდგნენ ბიბლიის სისტემატურ კვლევას. მათ ეკლესიის მიერ დადგენილი დოგმების შედარება დაიწყეს იმასთან, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. ისინი ბიბლიიდან ნასწავლს გამოსცემდნენ წიგნების, გაზეთებისა და იმ ჟურნალის მეშვეობით, რომელსაც ახლა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“ ეწოდება.
 
ბიბლიის გულწრფელ მკვლევართა ჯგუფში იყო ახალგაზრდა კაცი ჩარლზ ტეიზ რასელი. მიუხედავად იმისა, რომ რასელი იმ დროს ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმეს ხელმძღვანელობდა და „საგუშაგო კოშკის“ პირველი რედაქტორიც იყო, მას არ დაუარსებია ახალი რელიგია. რასელისა და სხვა ბიბლიის მკვლევრების, როგორც ჯგუფის მიზანი, ქრისტეს სწავლებების გავრცელება და პირველი ქრისტიანული კრების მაგალითის მიყოლა იყო.
 
გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს, ეს რელიგიური ჯგუფი ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს და უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. ამის გამო ნაცისტურ ციხეებში ამ ჯგუფის დაახლოებით 10 ათასი წევრი მოხვდა. მათგან დაახლოებით 2000 საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიგზავნა. იქ ყოფნისას იეჰოვას მოწმეების საპატიმრო ფორმაზე, მარცხენა მხარეს დაკერებული იყო იისფერი სამკუთხედები. ბანაკებში იეჰოვას დაახლოებით 1200 წევრი დაიღუპა, მათგან 250 სიკვდილით დასაჯეს<ref>{{cite book | last = Garbe | first = Detlef | title = Between Resistance and Martyrdom: Jehovah's Witnesses in the Third Reich | publisher = University of Wisconsin Press | year = 2008 | location = Madison, Wisconsin | pages =484| isbn =0-299-20794-3}}</ref><ref name=Shulman>Shulman, William L. ''A State of Terror: Germany 1933–1939''. Bayside, New York: Holocaust Resource Center and Archives.</ref><ref>[http://www.holocaust-trc.org/Jehovah.htm Holocaust Education Foundation website].</ref><ref>{{cite book | last = Hesse | first = Hans | title = Persecution and Resistance of Jehovah's Witnesses During the Nazi Regime | publisher = Edition Temmen | year = 2001 | location = | isbn =3-86108-750-2 | page = 12}}</ref>.