აღმოსავლეთ ტიმორის დროშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
 
[[აღმოსავლეთი ტიმორი|აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის]] [[აღმოსავლეთ ტიმორის კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] მიხედვით, ყვითელი (PMS 123) სამკუთხედი „აღმოსავლეთ ტიმორის [[კოლონიალიზმი|კოლონიალური]] ისტორიის კვალს“ წარმოადგენს. შავი სამკუთხედი „სიბნელეს რომელიც უნდა დაიძლიოს“; დროშის წითელი (PMS 485) ფონი წარმოადგენს „ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას“; ვარსკვლავი ან „გზის მაჩვენებელი სინათლე“ თეთრი ფერისაა რაც [[მშვიდობა]]ს განასახიერებს.
 
==დროშის ოფიციალური აღწერა==
აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, ნაწილი I, მუხლი 15:
 
სახელმწიფო დროშა არის მართკუთხედი და მასზე დატანილია ორი ტოლფერდა სამკუთხედი, საიდანაც მცირე მათგანი მოთავსებულია დიდზე. ერთი სამკუთხედი შავია და მისი სიმაღლე დროშის სიგრძის ერთი მესამედის ტოლია. ის მოთავსებულია ყვითელ სამკუთხედზე და მისი სიმაღლე დროშის სიგრძის ნახევარს შეადგენს. შავი სამკუთხედის ცენტრში მოთავსებულია თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც გზის მაჩვენებელ სინათლეს განასახიერებს. ვარსკვლავის ერთი ქიმი მიბრუნებულია დროშის მარცხენა ზედა კუთხისაკენ. დროშის დანარჩენი ნაწილი წითელი ფერისაა. დროშის პროპორციაა — 1:2.