ბართანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 56:
უმეტესწილად იკვებება [[მყინვარი|მყინვარული]] და [[თოვლი|თოვლის ნადნობი]] წყლით. წყლის საშუალო ხარჯი 131 მ³/წმ, მაქსიმალური — 156 მ³/წმ, ხოლო მინიმალური — 103 მ³/წმ. ზემო დინებაში ოქსუ ან აქსუ ეწოდება, შუა დინებაში — მურღაბი. შეწონილი ნატანის საშუალო ხარჯი უდრის 130 კგ/წმ-ში. წყლის მინერალიზაცია 130-310 მგ/ლ, [[წყალმცირობა|წყალმცირობისას]] — 360 მგ/ლ-მდე. ზემოთში ცხელი [[მინერალური წყალი|მინერალური წყაროებია]]. მდინარის წყლები გამოიყენება სარწყავად.<ref name="dic" />
 
[[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა დროს]] მდინარეზე აშენებული იყო შუჯანდის ჰიდროელექტროსადგური. ბართანგის წყალშემკრები აუზის ფარგლებში არც თუ ისე ბევრია სარწყავი მიწა. სარწყავი მიწათმოქმედების მცირე კერები განლაგებულია მდინარის შუა დინებაში, მისი მარცხენა შენაკადის — მდინარე რავმედარის შესართავის რიაონში. ოქსუს ზემოთებში არის სარწყავი მიწათმოქმედების ერთი მცირე მასივი და ვრცელი ფართობები. ბართანგის, ურრაბისამურღაბისა და ოქსუს ყველა შენაკადის ხეობებში არის ფართობები, რომლებიც ხელსაყრელია [[მეცხოველეობა|მთის მეცხოველეობის]] განვითარებისათვის.<ref name="labogen" />
 
ბართანგის წყალშემკრები აუზის ფარგლებში დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, მათ შორის: ნახშირი, ვოლფრამის მადანი, ვერცხლისწყალი, ოქრო, ქვის მარილი და სხვა.<ref name="labogen">[http://www.labogen.ru/50_bookcase/publicat_kryukov_eal/kryukov_1989_tajik_watersheds.pdf академия наук таджикской сср]</ref>
 
სახელწოდება „ოქსუ“, რომელიც [[თურქული ენა|თურქული]] აქსუსაგან მომდინარეობს „თეთრ წყალს“ ნიშნავს, ხოლო მურღაბი — „მდელოს მდინარეს“. საკუთრივ ბართანგი მოიაზრება როგორც „ვიწრობში გამდინარე“ მდინარე.<ref name="dic">[http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/762/%D0%91%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B3 გეოგრაფიული ენციკლოპედია — ბართანგი] {{ru icon}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბართანგი“-დან