ბართანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
სიგრძე — 528 კმ, აუზის ფართობი 24 700 კმ². ტიპური მთის მდინარეა. ზემოთში კვეთს [[პამირი|პამირის მთებს]] ძლიერ დაკლაკნილი ხეობითა და ფართო დაჭაობებული ფსკერით, რომლის სიგანე 3-5 [[კილომეტრი]]ა. შუა და ქვემო დინებაში ღრმა და [[ხეობა|ვიწრო ხეობაში]] მიედინება. ბართანგი გამოედინება [[ჩაქმაქთინის ტბა|ჩაქმაქთინის ტბიდან]], რომელიც მდებარეობს [[ავღანეთი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ბადახშანის პროვინცია]]ში, სადაც 30 კმ მანძილზე გაედინება.<ref name="dic" />
 
ბართანგი სათავეს იღებს მცირე პამირში, ვახანში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2595 მ სიმაღლეზე. აქ იგი აქსუდ იწოდება. შემდეგ მიედინება [[აღმოსავლეთი]]საკენ და კვეთს [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთის ტერიტორიას]], ხოლო შემდეგ უხვევს [[ჩრდილოეთი]]საკენ, სადაც მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქიდაბა [[მურღაბი (ქალაქიდაბა)|მურღაბი]]. ქვემო დინებაში კი მდინარეს მურღაბს უწოდებენ, რომლის ქვემოთ, რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს [[სარეზის ტბა]], რომელიც წარმოიქმნა 1911 წლის მიწისძვრის შედეგად, რომელმაც აგრეთვე წარმოქმნა მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ბუნებრივი კაშხალი — [[უსოის კაშხალი]].
[[სარეზის ტბა|სარეზის ტბის]] ქვემოთ მდინარე ბართანგი იერთებს მდინარე ღუდარას. აქედან მდინარე ცნობილია ბართანგის სახელწოდებით. მდინარის დიდი ნაწილი მოქცეულია [[პამირის ეროვნული პარკი]]ს ტერიტორიაზე. იგი ერთადერთი მდინარეა, რომელიც [[მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი|მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქს]] კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.
 
უმეტესწილად იკვებება [[მყინვარი|მყინვარული]] და [[თოვლი|თოვლის ნადნობი]] წყლით. წყლის საშუალო ხარჯი 131 მ³/წმ, მაქსიმალური — 156 მ³/წმ, ხოლო მინიმალური — 103 მ³/წმ. ზემო დინებაში ოქსუ ან აქსუ ეწოდება, შუა დინებაში — მურღაბი. შეწონილი ნატანის საშუალო ხარჯი უდრის 130 კგ/წმ-ში. წყლის მინერალიზაცია 130-310 მგ/ლ, [[წყალმცირობა|წყალმცირობისას]] — 360 მგ/ლ-მდე. ზემოთში ცხელი [[მინერალური წყალი|მინერალური წყაროებია]]. მდინარის წყლები გამოიყენება სარწყავად.<ref name="dic" />
 
[[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა დროს]] მდინარეზე აშენებული იყო შუჯანდის ჰიდროელექტროსადგური. ბართანგის წყალშემკრები აუზის ფარგლებში არც თუ ისე ბევრია სარწყავი მიწა. სარწყავი მიწათმოქმედების მცირე კერები განლაგებულია მდინარის შუა დინებაში, მისი მარცხენა შენაკადის — მდინარე რავმედარის შესართავის რიაონში. ოქსუს ზემოთებში არის სარწყავი მიწათმოქმედების ერთი მცირე მასივი და ვრცელი ფართობები. ბართანგის, ურრაბისა და ოქსუს ყველა შენაკადის ხეობებში არის ფართობები, რომლებიც ხელსაყრელია [[მეცხოველეობა|მთის მეცხოველეობის]] განვითარებისათვის.
 
სახელწოდება „ოქსუ“, რომელიც [[თურქული ენა|თურქული]] აქსუსაგან მომდინარეობს „თეთრ წყალს“ ნიშნავს, ხოლო მურღაბი — „მდელოს მდინარეს“. საკუთრივ ბართანგი მოიაზრება როგორც „ვიწრობში გამდინარე“ მდინარე.<ref name="dic">[http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/762/%D0%91%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B3 გეოგრაფიული ენციკლოპედია — ბართანგი] {{ru icon}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბართანგი“-დან