მარი ბროსე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 94.240.234.43 ცვლილებების გაუქმება (№3095677)
No edit summary
ხაზი 12:
ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომლებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ (ტ. 1-2, 1874-1876), აღწერა სომხეთის ისტორიული ძეგლები (მაგ., [[ანისი]]).
 
ბროსეს სახელთან დაკავშირებულია მთელი ეტაპი ევროპის ქართველოლოგიაში, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში. ბროსეს პირადი არქივი დაცულია საქართველოს [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში]]<ref> [http://www.manuscript.ge/index.php?m=316 მარი ბროსე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი]</ref>.
 
დიდი მეცნიერი საკუთარი სახელის გამო არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. ამას ისე განიცდიდა, რომ [[ქსავიე]] დაირქვა და თავის სტატიებს და შრომებს ამ სახელს აწერდა. პარიზში ღარიბი ფრანგი ვაჭრის ოჯახში მესამე ვაჟიშვილი დაიბადა. ოჯახის წევრები განსაკუთრებით, ბებია ისე ოცნებობდა გოგონაზე, რომ მას ქალის სახელები - მარი და ფელიცია დაარქვეს. თანატოლებისგან დაცინვას ძალიან განიცდიდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ საოცრად მორწმუნე დედა თავის საყვარელ ვაჟკაცს სანტა მარიას ეძახდა.
[[1826]] წელს შემთხვევით ხელში ჩაუვარდა "[[ვეფხისტყაოსანი]]" და პირდაპირ "დაავადდა" [[რუსთაველი]]თ. მალე მისი პირველი ნაწილი ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა კიდეც. სწორედ ამ თარგმანით მიეცათ საშუალება ევროპელებს გაცნობოდნენ პოემის შინაარსს.
 
ბროსე კამათში იწვევდა ყველას, ვისი აზრიც მისთვის მიუღებელი და არადამაჯერებელი იყო და ამ დაპირისპირებიდან ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა. სულ მალე კი, ის ბედმა პეტერბურგში მოღვაწე ქართველ სწავლულთან, [[გიორგი XII]]-ის ძესთან, [[პეტერბურგი]]ს საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის, [[პარიზი]]ს სააზიო საზოგადოების და [[კოპენჰაგენი]]ს სამეფო ანტიკვართა საზოგადოების საპატიო წევრთან - [[თეიმურაზ ბატონიშვილი|თეიმურაზ ბატონიშვილ]]თან ([[ბაგრატიონი]]) დაახლოვა. თეიმურაზისგან იღებდა რჩევებს, შენიშვნებს, გაკვეთილებს, უზიარებდა თავის აზრებს. საბოლოოდ ისე დაახლოვდნენ, რომ ბროსემ შვილიც კი მოანათლინა ქართველ ბატონიშვილს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თავის დიდ მასწავლებლად თვლიდა.
 
ხელმოკლეობით გატანჯული ფრანგი მეცნიერი სიამოვნებით დათანხმდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წინადადებას - გადასახლდა პეტერბურგში და ოცნება აისრულა - აკადემია ევროპაში ქართველოლოგიის წამყვან ცენტრად გადააქცია. ამ დიდ ქართულ საქმეში მას მხარში ამოუდგნენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები - [[დავით ჩუბინაშვილი]], [[პლატონ იოსელიანი]], [[ზაქარია ფალავანდიშვილი]] და სხვები.
 
სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად აღსანიშნავია მარი ბროსეს წვლილი ქართული შრიფტის ჩამოსხმის საქმეში. [[1837]] წელს ბროსემ აკადემიის წინაშე დააყენა საკითხი ქართული მხედრული შრიფტის ჩამოსხმის აუცილებლობის შესახებ. უნდა ჩამოსხმულიყო ორგვარი მხედრული შრიფტი: მსხვილი - ტექსტებისათვის და წვრილი - შენიშვნებისათვის. ამ შრიფტების დასამზადებლად ბროსემ გამოიყენა მის მიერ ჯერ კიდევ პარიზში [[თეიმურაზი]]ს თხოვნითა და ნახაზების მიხედვით დამზადებული მატრიცები. [[1838]] წლისთვის შრიფტი უკვე მზად იყო.
 
[[1847]]-[[1848]] წლებში, საქართველოში სტუმრად მყოფ მეცნიერს [[ქრისტეფორე მამაცაშვილი|ქრისტეფორე მამაცაშვილ]]თან, [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავ]]თან, [[პლატონ იოსელიანი|პლატონ იოსელიან]]თან და სხვებთან ერთად, [[ილია ჭავჭავაძე|ილია]]ს სიმამრი - [[თადეოზ გურამიშვილი]]ც მასპინძლობდა.
ამ მოგზაურობისას ბროსემ საქართველოში თერთმეტი თვე დაჰყო. თითქმის ნახევარი საქართველო მოიარა, გაეცნო ქართულ სიძველეებს, სიგელ-გუჯრებს. [[მარტყოფი|მარტყოფ]]ში ყოფნისას, სრულიად შემთხვევით გადააწყდა თავის ქუთაისელ ნაცნობს [[ნიკოლოზ ქუთათელაძე]]ს, გააოგნა [[იყალთო]]მ და [[ალავერდი|ალავერდ]]მა. კახეთში [[რაფიელ ერისთავი]]ს მამა, [[დავით ერისთავი]] გაიცნო, რომელმაც შინ მიიპატიჟა უცხოელი სტუმარი. ბროსე აღტაცებაში მოიყვანა რაფიელის დის - ანას განსწავლულობამ. არანაკლებ განუცვიფრებია თავად რაფიელ ერისთავს, რომელიც მოგზაურს, გაცნობის შემდეგ, მეგზურობასაც უწევდა და საყურადღებო ცნობებსაც აწვდიდა მისთვის საინტერესო ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მარი ბროსე შესწრებია რაფიელის სიტყვას, რომელიც მას ლეკებთან შეტაკებაში მოკლულ [[მიხეილ ანდრონიკაშვილი]]ს დაკრძალვაზე წარმოუთქვამს. გაკვირვებული უსმენდა თურმე სტუმარი საოცარ ორატორს და შემდეგაც მუდამ აღნიშნავდა, რომ ასეთი მოსაუბრე მრავლისმნახველ ქართველოლოგს იშვიათად შეხვედრია. რაფიელი ბევრს ესაუბრებოდა ბროსეს საქართველოს წარსულზე, პატარა რუკაც კი შეადგინა მისთვის. განსაკუთრებით დაინტერესდა ერისთავების გენეალოგიით, მათი კახეთში გადასვლის ისტორიით. პასუხებს, რა თქმა უნდა, ზუსტს და საინტერესოდ გადმოცემულს იღებდა. მოგვიანებით, სასიამოვნოდ იგონებდა იმ დღეებს და თავის საოცარ მეგზურს - [[რაფიელ ერისთავი|რაფიელ ერისთავ]]ს.
 
საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები ბროსემ სამ წიგნში მოათავსა, შვიდ ტომად გამოსცა "[[ქართლის ცხოვრება]]" ფრანგულ ენაზე, ასევე ფრანგულად თარგმნა [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს საქართველოს გეოგრაფია, დაწერა ნარკვევები საქართველოს ისტორიაზე, არქეოლოგიაზე, ნუმიზმატიკაზე, პეტერბურგის უნივერსიტეტში დააარსა ქართული სიტყვიერების კათედრა და მეორედ დაბეჭდა "[[ვეფხისტყაოსანი]]", რომელზეც წინასიტყვაობაში წერდა: "წიგნი ესე უებარი და უამხანაგოა და მისი უმჯობესი ევროპაშიც ბევრი არ მოიძებნება".
 
მუხლჩაუხრელმა შრომამ და პეტერბურგის ჰავამ ბროსეს ჯანმრთელობა სრულიად შეარყია. 77 წლის ღვაწლმოსილი მოხუცი საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდა და ორ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც.
მარი ბროსეს გარდაცვალებამ ისე დაწყვიტა გული ქართველებს, რომ შორეულ [[შატერლო]]ში გარდაცვლილ გულითად მეგობარს, [[ილია ჭავჭავაძე|ილია]]ს და [[სერგეი მესხი]]ს ინიციატივით, პანაშვიდი მშობლიურ სიონის ტაძარში გადაუხადეს. ილიამ გაზეთ "დროებაში" წამოაყენა წინადადება და გამოთქვა სურვილი - "დავნიშნოთ ბროსეს პრემია საქართველოს ისტორიის საუკეთესო თხზულებისთვის", ასევე "დავაწესოთ ბროსეს სტიპენდია და ძეგლიც დავუდგათ მას".
 
[[1902]] წელს მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად ისევ და ისევ [[ილია ჭავჭავაძე|ილია]]მ დაიწყო სამზადისი და "[[ივერია (გაზეთი)|ივერია]]ში" დაბეჭდა — "თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაერქვას სახელი განსვენებული ისტორიკოს-არქეოლოგის მარი ბროსესი, რომელსაც დიდი სამეცნიერო შრომა მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. ევროპიელთაგან მან პირველმა აიღო ჩვენი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა სამეცნიეროდ შესწავლის სპეციალურ საგნად და მიიპყრო მთელი განათლებული ქვეყნების მეცნიერთა ყურადღება". ამ დაჟინებულმა თხოვნამ ნაყოფი გამოიღო. მალე "ივერია" საკუთარ მკითხველს ამცნობდა: "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თხოვნისამებრ ქალაქის საბჭოს კომისიამ 11 მარტის საღამოს სხდომაზე გადაწყვიტა ბროსეს სახელი დაერქვას "ვოდოვოზნის" ქუჩას პოლიციის მესამე უბანში". ეს ამბავი დიდი ზარ-ზეიმით უცნობებიათ ბარსელონაში რუსეთის მთავარი კონსულისთვის - მარი ბროსეს ვაჟისთვის - [[ლორან ბროსე]]სთვის.
 
ამავე წლის მარტში ქართველებმა საოცარი პატივით აღნიშნეს ფრანგი მეგობრის ასი წლისთავი. ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიხადეს წირვა და პანაშვიდი, რომელსაც თითქმის ყველა წარჩინებული პირი ესწრებოდა [[კირიონ ეპისკოპოსი]]ს, [[ილია ჭავჭავაძე|ილია]]ს, საფრანგეთის კონსულის და [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძ]]ის ჩათვლით. გალობდა გუნდი [[ზაქარია ფალიაშვილი]]ს ხელმძღვანელობით.
 
მარი ბროსეს 270-მდე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული რუსეთსა და საფრანგეთში, რომელთაგან ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სომხეთის ისტორიისა და კულტურის შესწავლის საქმეში.
დიდი მეცნიერის მარი ბროსეს სახელი უკვდავია საქართველოში, რომელიც ძალიან უყვარდა მას.
 
 
==ბიბლიოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარი_ბროსე“-დან