ფანჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
მდინარე ფანჯის ქვემოთში გადის ორზოლიანი ავღანეთ-ტაჯიკეთის საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძეა 672 მეტრი, ხოლო სიგანე 11,6 მეტრი. [[ტაჯიკეთი]]ს უახლოესი ქალაქია [[ნიჟნი-ფანჯი]], ხოლო [[ავღანეთი]]სა — [[შერხან-ბანდარი]]. ხიდი გაიხსნა 2007 წლის 26 აგვისტოს. ხიდის მშენებლობა დაახლოებით 40 მილიონი [[ამერიკული დოლარი|აშშ დოლარი]] დაჯდა.<ref>[http://www.irinnews.org/report/22674/afghanistan-tajikistan-work-us-built-tajik-afghan-bridge-start-spring Work on US-built Tajik-Afghan bridge to start in spring] {{en}}</ref>
 
აღსანიშნავია, რომ 1946 წელს [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირსა]] და [[ავღანეთი|ავღანეთს]] შორის დაიდო ხელშეკრულება მდინარის წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ავღანეთი წელიწადში იყენებდა 9 მლნ. მ³ წყალს. ამჟამად ავღანეთი მოიხმარს 2 მლნ. მ³ წყალს.
 
მდინარე ფანჯის სახელწოდებას ([[ირანული ენები|ირანულად]] ხუთი) ჩვეულებრივ ხსიან როგორც მინიშნებას ხუთ შენაკადზე, რომელიც მდინარე ფანჯს წარმოქმნის. მაგრამ, რამეთუ შენაკადთა რაოდენობა ბევრად მეტია, სხვადასხვა განმმარტებლები ამ ხუთეულში სხვადასხვა მდინარეს უთითებენ. ასეთი ტიპის ახსნის ხელოვნურობა აშკარაა.<ref name="dic" />