კაპოვის მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: კაპოვას მღვიმე (აგრეთვე: ბელსკაია, შულგან-ტაში)კარსტული მღვ...
 
დაუსრულებელი სახით მქონდა შენახული და გავასწორე რაღაცეები
ხაზი 1:
'''კაპოვას მღვიმე''' (აგრეთვე: ბელსკაია, შულგან-ტაში)კარსტული მღვიმე ბურზიანოვსკის რაიონში, [[ბაშკირეთი|ბაშკირეთის რესპუბლიკაში]], [[რუსეთი|რუსეთის ფედერაციაში]]. მდებარეობს მდინარე ბელაიასთან (Белая), იმავე დასახელების ნაკრძალში - შულგან-ტაშში. მღვიმე ძირითადად ცნობილია პირველყოფილი ადამიანის მიერ კლდეზე შესრულებული ნახატებით, პალეოლითის ეპოქაში.
 
კაპოვის მღვიმის სიგრძე შეადგენს 3 კილომეტრს, სადაც გვხვდება დიდი დარბაზები, ტბები და მდინარე. მღვიმე 3 სართულიანია. პირველი სართული უკავია მდინარეს - "მიწიშქვეშა შულგანს," რომელმაც წარმოქმნა სწორედ ეს მღვიმე.
 
მღვიმეში შესასვლელი წარმოადგენს 30 მეტრის სიმაღლის უზარმაზარ თაღს. შესასვლელისგან მარცხნივ მდებარეობს პატარა ტბა, რომლიდანაც მოედინება მდინარე შულგანი. ამ ტბის დიამეტრია 3 მეტრი, ხოლო სიღრმე - 35 მეტრი (ფაქტიურად, ის ტბა არცაა, არამედ მდინარის კალაპოტის ვერტიკალური მონაკვეთი). ტბის წყალი სასმელად გამოუსადეგარია, თუმცა, გამოიყენება სამკურნალო აბაზანებისთვის.
 
=== ფლორა და ფაუნა ===
მღვიმეში აღმოჩენილია ბაქტერიების, სოკოების, ხავსების სხვადასხვა სახეობები, აგრეთვე, ბაყაყები, ტრიტონები და გომბეშოები, თევზებიდან: [[ტაიმენები|ტაიმენი]], ხარიუსი და [[კვირჩხლა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაპოვის_მღვიმე“-დან