ფანჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

2 253 ბაიტი დაემატა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ავღანეთი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით ფანჯისა და ქოქჩის შეერთების ადგილას სოფელ შორთუღაის სიახლოვეს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს [[ინდის ცივილიზაცია|ჰარაპული დასახლება]] შორთუღაი А (ძვ. წ. 2200-2000) ფართობით 2,5 [[ჰა]].
 
მდინარე ფანჯის ქვემოთში გადის ორზოლიანი ავღანეთ-ტაჯიკეთის საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძეა 672 მეტრი, ხოლო სიგანე 11,6 მეტრი. ტაჯიკეთის უახლოესი ქალაქია ნიჟნი-ფანჯი, ხოლო ავღანეთისა — შერხან-ბანდარი. ხიდი გაიხსნა 2007 წლის 26 აგვისტოს. ხიდის მშენებლობა დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
 
მდინარე ფანჯის სახელწოდებას ([[ირანული ენები|ირანულად]] ხუთი) ჩვეულებრივ ხსიან როგორც მინიშნებას ხუთ შენაკადზე, რომელიც მდინარე ფანჯს წარმოქმნის. მაგრამ, რამეთუ შენაკადთა რაოდენობა ბევრად მეტია, სხვადასხვა განმმარტებლები ამ ხუთეულში სხვადასხვა მდინარეს უთითებენ. ასეთი ტიპის ახსნის ხელოვნურობა აშკარაა.
 
უფრო მეტად დამაჯერებელი ჰიპოთეზის თანახმად, ამ უძველეს სახელწოდებაში, რომელიც ცნობილია [[V საუკუნე|V საუკუნიდან]] გამოიხატება ისმაილიზმის სიმბოლოში — „გაშ­ლილი ხე­ლი“; თქმულების თანახმად, ამგვარი რამ იყო გამოსახული ამ მდინარის შესართავში არსებულ კლდეზე.
 
==რესურსები ინტერნეტში==