ფანჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
|ფოტოს ზომა =
|ალტ =
|სათაური = ფანჯი
|სხვა სახელი =
|ეტიმოლოგია =
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''ფანჯი''' — მდინარე [[ავღანეთი|ავღანეთსა]] და [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], [[ამუდარია|ამუდარიის]] მარცხენა შემადგენელი. სიგრძე 921 კმ, აუზის ფართობი 114 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების [[პამირი (მიდნარე)|პამირისა]] და [[ვახანდარია|ვახანდარიის]] შეერთების შედეგად სოფელ ქალა-ფანჯის სიახლოვეს. აქედან მდინარე [[დასავლეთი]]საკენ მიედინება და საზღვარს ქმნის [[ავღანეთი|ავღანეთსა]] და [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთს]] შორის. ქალაქ [[ხოროგი]]ს გავლის შემდეგ, ღებულობს მდინარე [[ბართანგი]]ს წყლებს. ამის შემდეგ, მდინარე [[ვახში]]ს შეერთების ადგილამდე უხვევს სამხრეთ-დასავლეთისაკენ და შემდეგ წარმოქმნის [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]] უდიდეს მდინარე [[ამუდარია]]ს.<ref>[http://bse.sci-lib.com/article094583.html დიდი საბჭოთა ენციკლოპედია — ფანჯი] {{ru icon}}</ref>
 
მდინარე პამირი [[ზორქოლი|ზორქოლის ტბაში]] იღებს სათავეს. მიედინება ღრმა ხეობაში. მარჯვნიდან ერთვის მდინარეები: [[გუნტი]], [[ბართანგი]], [[იაზგულემი]], [[ვანჩი]] და [[ქიზილსუ]], ხოლო მარცხნიდან მდინარე [[ქოქჩა]]. მდინარე ფანჯი საზრდოობს [[თოვლი]]სა და [[მყინვარი]]ს წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში 1032 მ³/წმ. ზემოთში მკაცრი [[ზამთარი|ზამთრის]] ფარგლებში იძგიფება. მდინარის რბილი წყალი სასმელად ვარგისი თვისებებით გამოირჩევა. [[სსრკ|საბჭოთა პერიოდში]] მდინარე ფანჯი [[სსრკ]]-სთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებდა [[ავღანეთის ომი (1979-1989)|ავღანეთის ომის დროს]].<ref name="dic" />
 
მარჯვენა სანაპიროზეა ნაკრძალები [[დაშთი-ჯუმი]] და [[ვეფხვის ხევი]]. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაოსნოა შესართავიდან 118 [[კილომეტრი|კილომეტრზე]]. ნაწილობრივ მდინარე ფანჯის ხეობაში გადის [[პამირის ავტომაგისტრალი]]. მდინარეში იორხარის შეერთების ადგილას მდებარეობს ყიშლაღი [[იორხი]]. ფანჯის ნაპირზეა დასახლებული პუნქტები: [[ვარანგი]], [[იშქაშიმი]], [[ხოროგი]], [[ფანჯი (დაბა)|ფანჯი]] და სხვა.<ref name="dic">[http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/4042/%D0%9F%D1%8F%D0%BD%D0%B4%D0%B6 გეოგრაფიული ენციკლოპედია — ფანჯი] {{ru icon}}</ref>
 
[[ავღანეთი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით ფანჯისა და ქოქჩის შეერთების ადგილას სოფელ შორთუღაის სიახლოვეს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს [[ინდის ცივილიზაცია|ჰარაპული დასახლება]] შორთუღაი А (ძვ. წ. 2200-2000) ფართობით 2,5 [[ჰა]].
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფანჯი“-დან