ფანჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
მდინარე პამირი [[ზორქოლი|ზორქოლის ტბაში]] იღებს სათავეს. მიედინება ღრმა ხეობაში. მარჯვნიდან ერთვის მდინარეები: [[გუნტი]], [[ბართანგი]], [[იაზგულემი]], [[ვანჩი]] და [[ქიზილსუ]], ხოლო მარცხნიდან მდინარე [[ქოქჩა]]. მდინარე ფანჯი საზრდოობს [[თოვლი]]სა და [[მყინვარი]]ს წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში 1032 მ³/წმ. ზემოთში მკაცრი [[ზამთარი|ზამთრის]] ფარგლებში იძგიფება. მდინარის რბილი წყალი სასმელად ვარგისი თვისებებით გამოირჩევა. [[სსრკ|საბჭოთა პერიოდში]] მდინარე ფანჯი [[სსრკ]]-სთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებდა [[ავღანეთის ომი (1979-1989)|ავღანეთის ომის დროს]].
 
მარჯვენა სანაპიროზეა ნაკრძალები [[დაშთი-ჯუმი]] და [[ვეფხვის ხევი]]. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაოსნოა შესართავიდან 118 [[კილომეტრი|კილომეტრზე]]. ნაწილობრივ მდინარე ფანჯის ხეობაში გადის [[პამირის ავტომაგისტრალი]]. მდინარეში იორხარის შეერთების ადგილას მდებარეობს ყიშლაღი [[იორხი]]. ფანჯის ნაპირზეა დასახლებული პუნქტები: [[ვარანგი]], [[იშქაშიმი]], [[ხოროგი]], [[ფანჯი (დაბა)|ფანჯი]] და სხვა.
 
ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფანჯისა და ქოქჩის შეერთების ადგილას სოფელ შორთუღაის სიახლოვეს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჰარაული დასახლება შორთუღაი А (ძვ. წ. 2200-2000) ფართობით 2,5 ჰა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფანჯი“-დან