ფანჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ფანჯი''' — მდინარე [[ავღანეთი|ავღანეთსა]] და [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]]. [[ამუდარია|ამუდარიის]] მარცხენა შემადგენელი. სიგრძე 921 კმ, აუზის ფართობი 114 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების [[პამირი (მიდნარე)|პამირისა]] და [[ვახანდარია|ვახანდარიის]] შეერთების შედეგად სოფელ ქალა-ფანჯის სიახლოვეს. აქედან მდინარე [[დასავლეთი]]საკენ მიედინება და საზღვარს ქმნის [[ავღანეთი|ავღანეთსა]] და [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთს]] შორის. ქალაქ [[ხოროგი]]ს გავლის შემდეგ, ღებულობს მდინარე [[ბართანგი]]ს წყლებს. ამის შემდეგ, მდინარე [[ვახში]]ს შეერთების ადგილამდე უხვევს სამხრეთ-დასავლეთისაკენ და შემდეგ წარმოქმნის [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]] უდიდეს მდინარე [[ამუდარია]]ს.
 
საბჭოთა პერიოდში მდინარე ფანჯი მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებდაპამირი [[ავღანეთის ომი (1979-1989)ზორქოლი|ავღანეთისზორქოლის ომის დროსტბაში]]. მდინარე პამირი ზორქოლის ტბაში იღებს სათავეს. მიედინება ღრმა ხეობაში. მარჯვნიდან ერთვის მდინარეები: [[გუნტი]], [[ბართანგი]], [[იაზგულემი]], [[ვანჩი]] და [[ქიზილსუ]], ხოლო მარცხნიდან მდინარე [[ქოქჩა]]. მდინარე ფანჯი საზრდოობს თოვლისა[[თოვლი]]სა და მყინვარის[[მყინვარი]]ს წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში 1032 მ³/წმ. ზემოთში მკაცრი [[ზამთარი|ზამთრის]] ფარგლებში იძგიფება. მდინარის რბილი წყალი სასმელად ვარგისი თვისებებით გამოირჩევა. [[სსრკ|საბჭოთა პერიოდში]] მდინარე ფანჯი [[სსრკ]]-სთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებდა [[ავღანეთის ომი (1979-1989)|ავღანეთის ომის დროს]].
 
მარჯვენა სანაპიროზეა ნაკრძალები დაშთი-ჯუმი და ვეფხვის ხევი. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაოსნოა შესართავიდან 118 კილომეტრზე. ნაწილობრივ მდინარე ფანჯის ხეობაში გადის პამირის ავტომაგისტრალი. მდინარეში იორხარის შეერთების ადგილას მდებარეობს ყიშლაღი იორხი. ფანჯის ნაპირზეა დასახლებული პუნქტები: ვარანგი, იშქაშიმი, ხოროგი, ფანჯი და სხვა.