ფანჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მდინარე |სახელი = ფანჯი |ორიგინალური სახელი =...
(განსხვავება არ არის)

10:18, 1 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ფანჯი — მდინარე ავღანეთსა და ტაჯიკეთში. ამუდარიის მარცხენა შემადგენელი. სიგრძე 921 კმ, აუზის ფართობი 114 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების პამირისა და ვახანდარიის შეერთების შედეგად სოფელ ქალა-ფანჯას სიახლოვეს. აქედან მდინარე დასავლეთისაკენ მიედინება და საზღვარს ქმნის ავღანეთსა და ტაჯიკეთს შორის. ქალაქ ხოროგის გავლის შემდეგ, ღებულობს მდინარე ბართანგის წყლებს. ამის შემდეგ, მდინარე ვახშის შეერთების ადგილამდე უხვევს სამხრეთ-დასავლეთისაკენ და შემდეგ წარმოქმნის ცენტრალური აზიის უდიდეს მდინარე ამუდარიას.

ფანჯი
ფანჯი ვიკისაწყობში

საბჭოთა პერიოდში მდინარე ფანჯი მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებდა ავღანეთის ომის დროს. მდინარე პამირი ზორქოლის ტბაში იღებს სათავეს. მიედინება ღრმა ხეობაში. მარჯვნიდან ერთვის მდინარეები: გუნტი, ბართანგი, იაზგულემი, ვანჩი და ქიზილსუ, ხოლო მარცხნიდან მდინარე ქოქჩა. მდინარე ფანჯი საზრდოობს თოვლისა და მყინვარის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში 1032 მ³/წმ. ზემოთში მკაცრი ზამთრის ფარგლებში იძგიფება. მდინარის რბილი წყალი სასმელად ვარგისი თვისებებით გამოირჩევა.

მარჯვენა სანაპიროზეა ნაკრძალები დაშთი-ჯუმი და ვეფხვის ხევი. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაოსნოა შესართავიდან 118 კილომეტრზე. ნაწილობრივ მდინარე ფანჯის ხეობაში გადის პამირის ავტომაგისტრალი. მდინარეში იორხარის შეერთების ადგილას მდებარეობს ყიშლაღი იორხი. ფანჯის ნაპირზეა დასახლებული პუნქტები: ვარანგი, იშქაშიმი, ხოროგი, ფანჯი და სხვა.

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფანჯისა და ქოქჩის შეერთების ადგილას სოფელ შორთუღაის სიახლოვეს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჰარაული დასახლება შორთუღაი А (ძვ. წ. 2200-2000) ფართობით 2,5 ჰა.