ბართანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''ბართანგი''' — მდინარე [[ავღანეთი|ავღანეთსა]] და [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]]. მიედინება ავღანეთის [[ბადახშანის პროვინცია]]სა და ტაჯიკეთის [[მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი]]ს ტერიტორიაზე. მდინარე [[ფანჯი]]ს მარჯვენა შენაკადი.<ref>[http://bse.sci-lib.com/article098697.html დიდი საბჭოთა ენციკლოპედია — ბართანგი] {{ru icon}}</ref>
 
სიგრძე — 528 კმ, აუზის ფართობი 24 700 კმ². ტიპური მთის მდინარეა. ზემოთში კვეთს [[პამირი|პამირის მთებს]] ძლიერ დაკლაკნილი ხეობითა და ფართო დაჭაობებული ფსკერით, რომლის სიგანე 3-5 [[კილომეტრი]]ა. შუა და ქვემო დინებაში ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ბართანგი გამოედინება ჩაქმაქთინის ტბიდან, რომელიც მდებარეობს [[ავღანეთი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ბადახშანის პროვინცია]]ში, სადაც 30 კმ მანძილზე გაედინება.<ref name="dic" />
 
უმეტესწილად იკვებება მყინვარული და თოვლის ნადნობი წყლით. წყლის საშუალო ხარჯი 131 მ³/წმ, მაქსიმალური — 156 მ³/წმ, ხოლო მინიმალური — 103 მ³/წმ. ზემო დინებაში ოქსუ ან აქსუ ეწოდება, შუა დინებაში — მურღაბი. შეწონილი ნატანის საშუალო ხარჯი უდრის 130 კგ/წმ-ში. წყლის მინერალიზაცია 130-310 მგ/ლ, [[წყალმცირობა|წყალმცირობისას]] — 360 მგ/ლ-მდე. ზემოთში ცხელი მინერალური წყაროებია. მდინარის წყლები გამოიყენება სარწყავად.<ref name="dic" />
 
სახელწოდება „ოქსუ“, რომელიც [[თურქული ენა|თურქული]] აქსუსაგან მომდინარეობს „თეთრ წყალს“ ნიშნავს, ხოლო მურღაბი — „მდელოს მდინარეს“. საკუთრივ ბართანგი მოიაზრება როგორც „ვიწრობში გამდინარე“ მდინარე.<ref name="dic">[http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/762/%D0%91%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B3 გეოგრაფიული ენციკლოპედია — ბართანგი] {{ru icon}}</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბართანგი“-დან