ბაბილონის გოდოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: შეიცვალა კატეგორია using AWB
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 1:
 
[[ფაილი:Pieter Bruegel the Elder - The Tower of Babel (Vienna) - Google Art Project - edited.jpg|thumb|[[ბაბილონის გოდოლი (ნახატი)|ბაბილონის გოდოლი]], მხატვარი [[პიტერ ბრეიგელი უფროსი|ბრეიგელი, პიტერ უფროსი]] ([[1563]])]]
'''ბაბილონის გოდოლი''' — ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე ([[მესოპოტამია]]) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა [[ბაბილონი]] (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიქურათების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით — უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.