როსტომი (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''როსტომი''' (გ. [[1605]]) — [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[1590]]-[[1604]], [[კონსტანტინე ბატონიშვილი]]ს ძე. გამეფდა ოდიშის მთავრის [[მამია IV დადიანი|მამია IV დადიანისა]] და იმერელ თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით. იმავე წელს [[გიორგი II გურიელი|გიორგი II გურიელმა]] როსტომი ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო და ბაგრატ თეიმურაზის ძე ბატონიშვილი გაამეფა. როსტომი [[მანუჩარ I დადიანი|მანუჩარ I დადიანთან]] გაიქცა. მალე როსტომმა დადიანის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. იმერეთის საქმეებში ჩაერია [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[სიმონ I]], რომელსაც იმერეთის შეერთება ჰქონდა გადაწყვეტილი. [[ოფშკვითის ბრძოლა]]ში ([[1590]]) გამარჯვების შემდეგ როსტომმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ტახტი და სიმონს I-ს მოურიგდა.
ამ ფაქტის გამო სიმონ I ქართლის მეფე კვლავ შემოვიდა იმერეთში, დაატყვევა ბაგრატი, ქუთაისი აიღო, ,,შეაყენნა გუშაგნი თვისნი'' (ვახუშტი) და ქართლში დაბრუნდა. როსტომი [[სამეგრელო]]ში გადაიხვეწა, სადაც გარდაცვლილი [[მამია დადიანი]]ს ძმა – [[მანუჩარი]] მთავრობდა ([[1590-1611]]). მანუჩარმა ილაშქრა იმერეთში და როსტომს ტახტი დაუბრუნა. განრისხებული სიმონი იმავე წელს დიდი ლაშქრით შევიდა იმერეთში, აიღო მრავალი [[ციხე-ქალაქი]]: [[სკანდა]],[[კაცხი]], [[სვერი]], [[ქუთაისი]] და შიგ გარნიზონები ჩააყენა. ამის შემდეგ ქართლის მეფე კვლავ ოდიშში გაქცეულ როსტომს დაედევნა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ტახტის სხვა რეალური კანდიდატი კი არ ჩანდა, ამიტომ მისი შეპყრობით სიმონი იმერეთის შემოერთების საკითხსაც გადაწყვეტდა. მოწინააღმდეგე მხარეებმა სოფ. [[ოფშკვითი|ოფშკვითთან]] დასცეს კარვები. ის თავადები, რომლებიც ადრე დადიანის გაძლიერების შიშით სიმონს ემხრობოდნენ, ახლა სიმონის გამარჯვებისა და მათი უფლებების დასუსტების შიშით ზოგი ბრძოლამდე, ზოგიც ბრძოლისას განუდგა ქართლის მეფეს. მათგან განწირული სიმონი დამარცხდა, იმერეთის სამეფო გვირგვინი კი ისევ როსტომმა დაიდგა ([[1590]]). ამიერიდან იგი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე ზრუნავს: [[1597]] წ. დაუმოყვრდა ათაბაგს და მის ასულ თინათინზე იქორწინა. [[1601]] წელს როსტომმა დვალეთსა და ოსეთზეც ილაშქრა.
 
ამ ამბების შემდეგ სამეფოში ოდიშის პოლიტიკური უპირატესობა აშკარა გახდა, მიუხედავად იმისა, რომ შარვაშიძეები ოდიშისაგან გამოყოფას ცდილობდნენ. იმერეთის მეფე ფაქტობრივად აღიარებდა სამთავროების დამოუკიდებლობას, თუმცა იურიდიულად მათ თავის ვასალებად მიიჩნევდა.
 
==ლიტერატურა==