Radiohead: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60:
ალბომის [[The Bends]] წარმატებამ, რომელიც [[ტომ იორკი|ტომ იორკის]] აზრით, იმ თავისუფალი გარემოთი იქნა განპირობებული, სადაც ჯგუფს მუშაობა უწევდა, ბიძგი მისცა რედიოჰედს გაცილებით მრავლისმომცველი მუსიკის წვდომისკენ.
 
[[1996]] წელს [[ოქსფორდშირი|ოქსფორდშირის]] სარეპეტიციო სტუდიაში რედიოჰედი [[ნაიჯელ გოდრიჩი|ნაიჯელ გოდრიჩის]] არანჟირებით ახალ ალბომზე მუშაობს. მისივე ხელმძღვანელობით ჯგუფმა 140 000 $ ღირებულების სტუდიური აპარატურა შეიძინა. თუმცა მანამდე ბევრი სიმღერა იქნა მასშტაბურ კონცერტებზე შესრულებული, რითაც ჯგუფი საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ ისწრაფვოდა, მიმართავდა რა სიმღერების ცოცხალი შერულებით დახვეწას (მაგალითად [[ალანის მორისეტი|ალანის მორისეტის]] კონცერტის გახსნაზე შესრულებული ტრეკები). თავად იორკის თქმით, ყოველმა კონცერტმა უდიდესი გამოცდილება მოუტანა ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრს – თავად სიმღერების სტრუქტურა მოითხოვდა მათგან სხვადასხვა [[აკუსტიკა|აკუსტიკის]] დარბაზებში გამოცდას. ალბომის დანარჩენი ნაწილი მსახიობ [[ჯეინ სეიმური|ჯეინ სეიმურის]] XV საუკუნით დათარიღებულ სახლში ჩაიწერა, სადაც საოცრად მშვიდი გარემო სუფევდა მუსიკის შესაქმნელად. ჯგუფი მთელ დღეებს მხოლოდ ჩაწერას ანდომებდა. სიმღერები სხვადასხვა ოთახებში იქმნებოდა, დაუსრუებლად იხვეწებოდა თითოეული [[აკორდი]]. ჯგუფის წევრები შთაგონებისთვის “[[ბითლზი|ბითლზს]]”, [[დიჯეი შედოუ|დიჯეი შედოუს]], [[ენიო მორიკონე|ენიო მორიკონეს]] და [[მაილს დევისი|მაილს დევისს]] უსმენდნენ. აქ არაფერი კეთდებოდა ძალდატანებით – მათ თავად მოსწონდათ იზოლირებული გარემო, რაც მხოლოდ საკუთარ [[ხელოვნება|ხელოვნებასთან]] სიახლოვის მიზეზით იყო განპირობებული. მოგვიანებით [[ჯონი გრინვუდი|ჯონი გრინვუდმა]] კარგად დაახასიათა ალბომზე მუშაობის პროცესი – ყველანი ერთ ასაკში იყვნენ და თითოეული მათგანი გრძნობდა თუ როგორ გადიოდა მათი შემოქმედება გარდამტეხ პერიოდს მათივე თანაცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. [[ედ ო’ბრაიენი|ედ ო’ბრაიენის]] სიტყვებით, ყველაზე დიდი სტრესი ალბომის დასრულება აღმოჩნდა – როდესაც ყველა შიშმა შეიპყრო თუ როგორ შეხვდებოდნენ მათს მკვეთრად გამოხატულ ინოვაციურ სტილს. წამყვან სინგლად რედიოჰედმა “[[Paranoid Android]]” აირჩია, რომელიც ექვსწუთ-ნახევარს გრძელდება (ყველაზე გრძელი ტრეკი ჯგუფის კარიერაში). სიმღერამ #3 ადგილს მიაღწია [[გაერთიანებული სამეფო |ბრიტანეთის]] ჩარტში, თუმცა თავისი ხანგრძლივობის გამო პოპულარობით ვერ სარგებლობდა რადიო სადგურებში. შემდგომმა სინგლებმაც “[[Karma Police]]” და “[[No Surprises]]” [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთის]] ჩარტის საუკეთესო ათეულში კუთვნილი პოზიცია დაიმკვიდრეს. წლის ბოლოს ალბომის ჩაწერა დასრულდა, ხოლო [[1997]] წლის მარტისთვის[[მარტი]]სთვის ყველაფერი წესრიგში იქნა მოყვანილი.
 
ალბომი [[OK Computer]] მელოდიურ როკ-სიმღერებს მოიცვას, რასაც უჩვეულო მუსიკალური ელემენტები ერთვის თან. სიმღერის სტრუქტურის ექსპერიმენტული მიმართულება [[ელექტრონული მუსიკა|ელექტრონიკასა]] და თანდართულ ხმაურში ჰპოვებს გამოხატულებას. ეს უცნაურად მიმზიდველი ჰანგები, იორკის თქმით, ყოველ დღე განუწყვეტლად დაურბოდა თავში მას და მის მეგობრებს. შემდეგ კი, [[ენიო მორიკონე|მორიკონეს]] ელექტრონული და [[კრჟისტოფ პენდერეკი|პენდერეკის]] კლასიკური შემოქმედების გავლენით, ინტრუმეტებზე ცდილობდნენ ამ “აკვიატებული ჟღერადობის” გადმოცემას. ალბომში შესული ყოველი სიმღერა იმდენად განსხვავდება ერთამეთისგან რომ თვალნათელ მაგალითს ქმნის, თუ რა განსხვავებულ ასპექტში შეიძლება წარმოჩინდეს [[ტომ იორკი|ტომ იორკის]] ვოკალი. მრავალფეროვნებას ერთი საერთო შტრიხიც აერთიანებს – აქ შესული ტრეკების [[ლირიკა]], რომელიც ორიგინალაურობითა და სიღრმით გამოირჩევა. განყენებულ საკითხებზე ყურადღების გამახვილების გარდა ტექსტებში არის [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] და სოციალური მოწოდებების ხაზიც, რაც, კრიტიკოსთა შეფასებით, იმდროინდელი ბრიტანეთისადმი შესაბამის გზავნილებს აჟღერებდა. განსაკუთრებით კი “[[Fitter Happier]]”, რომელიც კომპიუტერული ხმით გადმოცემული 90-იანი წლების სლოგანების კრებულია. იორკის თქმით ალბომის ლირიკაზე უამრავმა ხელოვანმა იქონია გავლენა დაწყებული “[[ბითლზი|ბითლზის]]” სიმღერიდან “[[Happiness Is a Warm Gun]]” დამათავრებული [[უილიამ შექსპირი|შექსპირის]] პოეზიით, რომელიც შთამაგონებელი აღმოჩნდა ფილმის “[[რომეო+ჯულიეტა]]” საუნდრეკისთვის “[[Exit Music]]”. ასევე “[[Paranoid Android]]— სამი ცალკეული სიმღერის ერთობლიობა, რაც საკმაოდ კარგად ასახავს “[[ბითლზი|ბითლზის]]” და “ქუინის” გავლენას. [[ტომ იორკი|ტომ იორკის]] ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობისას გატარებულმა წლებმა თავისებური ასახვა ჰპოვეს ტრეკზე “[[Climbing up the Walls]]”, რომელიც თავად ჯგუფის წევრების აღიარებით შემაძრწუნებელი და ამაღელვებელია. კომპაქტ დისკის ყდაზე მოთავსებული წარწერები კი სწორედ ისაა, რისი გადმოცემაც ბოლომდე ვერ მოხერხდა თავად ალბომში. რაც შეეხება თავად სათაურს, ის იაპონური ფირების მაღაზიიდან წამოვიდა, სადაც პატარა ბავშვმა ხმამაღლა წამოიძახა OK Computer! – ფრაზა, რომელიც იქ მყოფმა ხალხმა აიტაცა. თავდაპირველად სათაური სიმღერისთვის იყო მოფიქრებული, რაც შემდეგ ბისაიდის “[[Palo Alto]]” სახით წარმოდგინდა. როდესაც [[OK Computer]]-ის შინაარსზე შეეკითხნენ, იორკმა ასეთი პასუხი გასცა: “ალბომი უფრო იმათზეა, ვისაც იმას ასაღებენ რისი ყიდვაც არ უნდა და იმათზეც ვინც მეგობრულად გიღიმის რათა რაიმე იყიდო მისგან”.
 
[[OK Computer]]-ის გამოსვლის შემდეგ რედიოჰედი პირველად მოექცა [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთის]] ჩარტის სათავეში, რამაც თავის მხრივ, კომერციული მოგება მოუტანა ჯგუფს მსოფლიო ბაზარზე. [[ამერიკის შეერთებული შტატები|ა.შ.შ.]]-ში სადაც [[OK Computer]] #21 გახდა, გაიყიდა 1.9 მილიონი დისკი. რედიოჰედმა პირველად მიიღო [[გრემი (ჯილდო)|გრემი]] ამერიკაში სადაც [[ OK Computer]] საუკეთესო ალტერნატიულ ალბომად დასახელდა, ასევე ნომინირებულ იქნა “წლის ალბომზე”.
 
[[OK Computer]]-ის გამოშვებას რედიოჰედის მსოფლიო ტური მოჰყვა, სახელწოდებით “დემონის წინააღმდეგ”. რეჟისორი [[გრანტ ლი]], რომელმაც სიმღერაზე “[[No Surprises]]” კლიპი გადაიღო, მთელი ტურის განმავლობაში ვიდეოკამერით დაჰყვებოდა ჯგუფს, რაც, შედეგად, [[1998]] წელს გამოშვებული დოკუმენტური ფილმის “[[Meeting People Is Easy]]” სახით წარუდგინა საზოგადოებას. ფილმი კარგად წარმოაჩენს ძირითად პრობლემებს, რომელიც ინდუსტრიული სამყაროს ულმობლობასა და პრესის გამაღიზიანებლ ზეწოლას უკავშირდება. ამავე პერიოდში გამოვიდა ვიდეო კლიპების კრებული “[[7 Television Commercials]]” და ორი [[EP]], სადაც [[OK Computer]]-ის [[ბი-საიდი|ბი-საიდებია]] შესული; ჯგუფის გულშემატკივართა შეფასებით, ალბომის ბოლო ტრეკი – “[[Airbag/How Am I Driving?]]” გარკვეულ ხიდს წარმოადგენს [[ ალტერნატიული როკი| ალტერნატიულ როკსა]] და [[ელექტრონული მუსიკა | ელექტრონიკას]] შორის.
 
===Kid A და Amnesiac ჟღერადობის შეცვლა 1999-2001===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Radiohead“-დან