რიწა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 178.134.245.80 ცვლილებების გაუქმება (№3166931)
ხაზი 33:
'''რიწის ტბა''', ასევე ''დიდი რიწა'' ({{lang-ab|Риҵа}}) — [[ტბა]], [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[საქართველო]]ში, [[მდინარე]] [[ბზიფი]]ს აუზში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა [[გაგრის ქედი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე [[ლაშიფსა|ლაშიფსის]] დაგუბების შედეგად.
 
რიწის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება [[იუფშარა]]. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3,8°C, აგვისტოში — 17.98°C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.
 
რიწის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ [[კალმახი]]. რიწა უღრმესი ტბაა [[ამიერკავკასია]]ში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-97863500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 45670 მეტრს აღწევს.
 
1946 წელს შეიქმნა [[რიწის დაცული ტერიტორია]] (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიწა“-დან