განდეგილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
 
==ბიოგრაფია==
დომინიკა ერისთავი დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)|სალომინაოში]], (ამჟამინდელი [[ვანის მუნიციპალიტეტი]]) ზურაბ ერისთავისა და ანა მარჯანიშვილის შეძლებულ ოჯახში. წერა-კითხვა თავიდან ასწავლა დედამ, ხოლო შემდეგ მიაბარეს სოფელ ხორხის[[როხი]]ს პანსიონში, სადაც მან ათი წლის ასაკში ლექსების წერა დაიწყო. ზამთრობით დომინიკას ოჯახი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც დომინიკამ გუბერნატორ რავეცკის ქალიშვილები გაიცნო. მათი წყალობით იგი დაეუფლა რუსულ ენასა და ლიტერატურას.
 
მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ და უფროსმა ძმამ ილიკომ, 17 წლის დომინიკა გაათხოვეს ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე სოლომონ მდივანზე, რომელიც წლოვანებით გაცილებით უფროსი იყო. სოლომონ მდივანი ეჭვიანი, მძიმე ხასიათის ადამიანი იყო. მან დომინიკა სახლში ჩაკეტა და უკრძალავდა გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ამ პერიოდში დომინიკა კითხულობდა [[ჟორჟ სანდი]]ს ნაწარმოებებს, რამაც მისცა ბიძგი მას ებრძოლა თავისი უფლებებისთვის. იგი თავისი ბიძაშვილის, [[ანდრია ღულაძე|ანდრია ღულაძის]] დახმარებით თბილისში წავიდა. ანდრია ღულაძემ დომინიკა მოაწყო ქართული ჟურნალის „ნობათის“ რედაქციაში, სადაც თვითონაც მუშაობდა რედაქტორად. მან დააახლოვა დომინიკა ქართველ მწერლებსაც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განდეგილი“-დან