ევგენ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
[[1935]] წელს დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. დააპატიმრეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, მათ შორის ღვალაძის ახლო ნათესავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი [[წერეთელი, ალექსანდრე|ალექსანდრე წერეთელი]]. გენო ღვალაძემ დატოვა თბილისი და თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ქ. [[გორი|გორში]] გადავიდა. [[1935]]-[[1937]] წლებში იგი იყო ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი.
 
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ევგენ ღვალაძე იყო ეროვნული ხასიათის 60-მდე ნარკვევის და პუბლიცისტური წერილის ავტორი. ეს წერილები ქვეყნდებოდა [[1916]]-[[1924]] წლების ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით ("გ.", "გენო" და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში.
 
[[1937]] წლის [[9 აგვისტო|9 აგვისტოს]] იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს ე.წ. "შინსახკომის" დიდმა სამეულმა მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენ_ღვალაძე“-დან