დარიოს II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
დარიოს II-ზე დიდ გავლენას ახდენდნენ [[საჭურისი|საჭურისები]] არტოქსარი, არტიბარზანი და აფოცი, მაგრამ მდგომარეობის ნამდვილი მმართველი იყო მისი ცოლი და და, დედოფალი [[პარისატიდა]], რომელიც დარიოსზე დააქორწინეს, როდესაც იგი იყო გირკანის სატრაპი. დარიოსი ცოლს უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
გამეფების შემდეგ დარიოსი იძულებული იყო ბრძოლა ეწარმოებინა თავის ძმა არსიტომთან, რომელსაც სურდა მეფობა და მას მხარს უჭერდა არტიფიონი მეგაბიზას ვაჟი. დარიოსმა გაგზავნა მის წინააღმდეგ თავისი მხედარმთავარი არტასირი, მაგრამ ის განადგურებული იქნა ორ ბრძოლაში, რის შემდეგაც არტასირმა მოისყიდა არტიფიონის ბერძენი მეომრები და გაიმარჯვა მესამე ბრძოლაში. არტიფიონი არსიტის დახმარების დაგვიანების გამო იძულებული გახდა დანებებოდა და იმედი ქონდა მეფის გულმოწყალებას. დარიოს II-ეს უნდოდა მაშინვე თავი მოეკვეთა არტიფიონისთვის, მაგრამ მეუღლის რჩევით გადაწყვეტილება შეცვალა, ამ მოქმედებით მან არსიტს უჩვენა, რომ იგი მასაც შეიწყალებდა დანებების შემთხვევაში და ასეც მოხდა, შემდგომში პარისატიდის ბრძანებით დარიოსის ამბოხებული ძმები ჩაყარეს ცეცხლმოდებულ ორმოში, სადაც ტანჯვით დაიღუპნენ, ამის გაკეთება დარიოსს არ უნდოდა, მაგრამ ცოლმა მაინც დაარწმუნა ამაში ამით დარიოსს შეეძლო [[ქსერქსე II]] სიკვდილის გამო კანონიერი შურისმაძიებელი გამხდარიყო ფარნაკი, რომელიც სეკუდიანის დამხმარე იყო ქსერქსეს მოკვლაში, ამისთვის იგი ქვებით ჩაქოლეს ხოლო მენოსტანი რომელიც ელოდებოდა სიკვდილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. საჭურისმა არტოქსარმა, რომელსაც დიდი გავლენა ქონდა მეფეზე მოაწყო შეთქმულება მის წინააღმდეგ, მაგრამ საჭურისობის კანონიდან გამომდინარე მას არ შეეძლო უმაღლეს ხელისუფლად ყოფნა ამიტომ არტოქსარმა უბრძანა ცოლს გაეკეთებინა მისთვის ტყუილი ულვაშები და წვერი, თუმცა თავისივე მეუღლის ღალატით შეპყრობილი იქნა პარისატიდეს მიერ და სიკვდილით იქნა დასჯილი.
 
გაცილებით უფრო სერიოზული შეთქმულება მოაწყო ტერიტევხმა, რომელმაც თავისი მამის გირკანიის სატრაპია მიიღო. მას ცოლად ყავდა მეფე ამისტრის ქალიშვილი, მეფის უფროსი შვილი არსაკი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელი [[არტაქსერქსე II]] და ცოლად მოიყვანა გიდარნას ქალიშვილი სტატირე.
 
ტერიტევხს ყავდა მამის მხრიდან ნახევარ და როქსანა, რომელიც გამოირჩეოდა განსაცვიფრებელი სილამაზით და ამასთანავე იყო მშვილდისა და შუბის უბადლო მტყორცნელი. ტერიტეხს უყვარდა თავისი ნახევარდა როქსანა განსხვავებით თავისი ცოლი ამისტრისგან , მაგრამ იმის გამო რომ ძნელი იყო დიდგვაროვან ამისტრთან განქორწინება მან განიზრახა ამბოხის მოწყობა მეფის წინააღმდეგ, აჯანყებისთვის მან მოიმხრო 300 ცნობილი მეომარი და სისხლით შეკრეს ეს კავშირი, მათ გადაწყვიტეს ამისტრი ჩაეგდოთ ტომარაში და მოეკლათ ხმლებით, ამდროისთვის ცნობილი გახდა აჯანყების მზადების შესახებ და ძვირფასი საჩუქრების საშუალებით დაარწმუნეს რამდენიმე ადამიანი რომლებსაც დიდი გავლენა ქონდათ ტერიტეხზე გადაერჩინათ თავისი შვილი და მოეკლა აჯანყებული. ტერიტევხი ვაჟკაცურად იბრძოდა მისი დამსახურებით გადარჩა ამისტრი.
დედოფალ პარისატიდას შურისძიება იყო საშინელი მისი ქალიშვილის მკვლელობის გამო, ამიტომ შეპყრობილ იქნა ტერიტევხმის დედა, ორი ძმა და ორი და ყველა ცოცხლად დამარხეს. რაც შეეხება როქსანას ცოცხლად ნაკუწ-ნაკუწ დაჭრეს თუმცა ტერიტევხმის შვილი როგორღაც გაექცა სასჯელს, ოდიასტის შვილმა მითრიდატემ, რომელიც აჯანყებაში არ მონაწილეობდა აიღო ქალაქი ზარისი და გადასცა ტერიტევხმის შვილს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარიოს_II“-დან