დარიოს II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|დარიოსი}}
{{ინფოდაფა მმართველი
|ქვეყანა = სპარსეთის
|თანამდებობა = მეფე
|სახელი = დარიოს II
|ორიგინალური სახელი = Darius II
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი =
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = ძვ.წ. 423
|მმართველობის დასასრული = ძვ.წ. 404
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[სეკუდიანი]]
|მემკვიდრე = [[არტაქსერქსე II]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაკრძალულია =
|დაბადების თარიღი = ძვ.წ. 475
|დაბადების ადგილი = [[ირანი]]
|გარდაცვალების თარიღი = ძვ.წ. 404
|გარდაცვალების ადგილი = [[ბაბილონი]]
|ქორწინება = [[პარისატიდა I]]
|შვილები = [[არტაქსერქსე II]], ასტანი, აკსატრი
|სრული სახელი =
|დინასტია = [[აქემენიანთა იმპერია|აქემენიანები]]
|მამა = [[არტაქსერქსე I]]
|დედა = [[კოსმატრიდენა]]
|რელიგია = [[ზოროასტრიზმი]]
|ხელმოწერა =
}}
 
'''დარიოს II''' — [[აქემენიდების დინასტია|აქემენიდთა]] [[სპარსეთი]]ს [[მეფე]] [[ძვ. წ. 423]]-[[ძვ. წ. 404|404 წლებში]]. [[არტაქსერქსე I]]-ის შვილი. სამეფო კარის დიდებულებმა მთელი რიგი მკვლელობების შედეგად გაამეფეს. განიცდიდა თავისი ცოლის (და ნახევარდის), პარისატისის დიდ გავლენას. დარიოს II-ის დროს [[სახელმწიფო]]ში აჯანყებები მძვინვარებდა, სატრაპიები იბრძოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. [[სპარსეთი|სპარსეთს]] ჩამოშორდა [[ეგვიპტე]] ([[ძვ. წ. 404]] წ.). დარიოს II ერეოდა [[საბერძნეთი]]ს შინაურ საქმეებში და [[სპარტა|სპარტის]] მხარეზე იბრძოდა [[ათენი]]ს წინააღმდეგ. მის დროს დაიწყო [[სპარსეთი|სპარსეთის სახელმწიფოს]] რღვევის პროცესი.
==ადრეული წლები==
დარიოს I იყო [[არტაქსერქსე I]]-ისა და [[ბაბილონი|ბაბილონელი]] ტყვე ქალის კოსმატრიდენას ვაჟი (აქედან მოდის მისი ბერძნული მეტსახელი ნოტ, რაც არაკანონიერად დაბადებულს ნიშნავს, თუმცა ეს ეპითეტი მოიხსენიება უფრო გვიან, მას ასე მოიხსენიებს ბერძენი გეოგრაფი პავსინი)
ტახტზე ასვლამდე დარიოს I იყო გირკანის სატრაპი და ბერძნული კლასიკური წყაროების მიხედვით ატარებდა სახელს ოხ.
კტესიას გადმოცემით, რომელიც არასანდო წყაროა დარიოს II ოხ-ი ტახტზე ავიდა [[ქსერქსე II|ქსერქსე მეორისა]] და სეკუდიანის მცირე ხნიანი მეფობის შემდეგ, გავლენიანი პირების მხარდაჭერით მან სიკვდილით დასაჯა თავისი ძმა სეკუდიანი და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, თუმცა [[ბაბილონი|ბაბილონში]] არსებული დოკუმენტების მიხედვით მისი ძმები მეფეებად არ მოიხსენიება და რჩება შთაბეჭდილება, რომ ოხ-ი პირდაპირ [[არტაქსერქსე I]]-ის მემკვიდრეა. ტახტზე ასვლის შემდეგ [[ძვ. წ. 423]] წლის [[13 თებერვალი|13 თებერვალს]] ოხ-ს ეწოდა დარიოს II.
==ბრძოლა ტახტისთვის==
დარიოს II-ზე დიდ გავლენას ახდენდნენ [[საჭურისი|საჭურისები]] არტოქსარი, არტიბარზანი და აფოცი, მაგრამ მდგომარეობის ნამდვილი მმართველი იყო მისი ცოლი და და დედოფალი [[პარისატიდა]], რომელიც დარიოსზე დააქორწინეს როდესაც იგი იყო გირკანის სატრაპი. დარიოსი ცოლს უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
მეფედ გახდომის შემდეგ დარიოსი იძულებული იყო ბრძოლა ეწარმოებინა თავის ძმა არსიტომთან რომელსაც სურდა მეფობა და მას მხარს უჭერდა არტიფიონი მეგაბიზას ვაჟი. დარიოსმა გაგზავნა მის წინააღმდეგ თავისი მხედარმთავარი არტასირი, მაგრამ ის განადგურებული იქნა ორ ბრძოლაში, რის შემდეგაც არტასირმა მოისყიდა არტიფიონის ბერძენი მეომრები და გაიმარჯვა მესამე ბრძოლაში. არტიფიონი არსიტის დახმარების დაგვიანების გამო იძულებული გახდა დანებებოდა და იმედი ქონდა მეფის გულმოწყალებას. დარიოს II-ეს უნდოდა მაშინვე თავი მოეკვეთა არტიფიონისთვის, მაგრამ მეუღლის რჩევით გადაწყვეტილება შეცვალა, ამ მოქმედებით მან არსიტს უჩვენა, რომ იგი მასაც შეიწყალებდა დანებების შემთხვევაში და ასეც მოხდა, შემდგომში პარისატიდის ბრძანებით დარიოსის ამბოხებული ძმები ჩაყარეს ცეცხლმოდებულ ორმოში სადაც ტანჯვით დაიღუპნენ, ამის გაკეთება დარიოსს არ უნდოდა, მაგრამ ცოლმა მაინც დაარწმუნა ამაში ამით დარიოსს შეეძლო ქსერქსე მეორის სიკვდილის გამო კანონიერი შურისმაძიებელი გამხდარიყო ფარნაკი რომელიც სეკუდიანის დამხმარე იყო ქსერქსეს მოკვლაში ამისთვის ფარნაკი ქვებით ჩაქოლეს ხოლო მენოსტანი რომელიც ელოდებოდა სიკვდილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. საჭურისმა არტოქსარმა, რომელსაც დიდი გავლენა ქონდა მეფეზე მოაწყო შეთქმულება მის წინააღმდეგ, მაგრამ საჭურისობის კანონიდან გამომდინარე მას არ შეეძლო უმაღლეს ხელისუფლად ყოფნა ამიტომ არტოქსარმა უბრძანა ცოლს გაეკეთებინა მისთვის ტყუილი ულვაშები და წვერი, თუმცა თავისივე მეუღლის ღალატით შეპყრობილი იქნა პარისატიდეს მიერ და სიკვდილით იქნა დასჯილი.
გაცილებით უფრო სერიოზული შეთქმულება მოაწყო ტერიტევხმა, რომელმაც თავისი მამის გირკანიის სატრაპია მიიღო. მას ცოლად ყავდა მეფე ამისტრის ქალიშვილი, მეფის უფროსი შვილი არსაკი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელი [[არტაქსერქსე II]] და ცოლად მოიყვანა გიდარნას ქალიშვილი სტატირე.
ტერიტევხს ყავდა მამის მხრიდან ნახევარ და როქსანა, რომელიც გამოირჩეოდა განსაცვიფრებელი სილამაზით და ამასთანავე იყო მშვილდისა და შუბის უბადლო მტყორცნელი. ტერიტეხს უყვარდა თავისი ნახევარდა როქსანა განსხვავებიტ თავისი ცოლი ამისტრისგან , მაგრამ იმის გამო რომ ძნელი იყო დიდგვაროვან ამისტრთან განქორწინება მან განიზრახა ამბოხის მოწყობა მეფის წინააღმდეგ აჯანყებისთვის მან მოიმხრო 300 ცნობილი მეომარი და სისხლით შეკრეს ეს კავშირი, მათ გადაწყვიტეს ამისტრი ჩაეგდოთ ტომარაში და მოეკლათ ხმლებით ამდროისთვის ცნობილი გახდა აჯანყების მზადების შესახებ და ძვირფასი საჩუქრების საშუალებით დაარწმუნეს რამდენიმე ადამიანი რომლებსაც დიდი გავლენა ქონდათ ტერიტეხზე გადაერჩინათ თავისი შვილი და მოეკლა აჯანყებული. ტერიტევხი ვაჟკაცურად იბრძოდა მისი დამსახურებით გადარჩა ამისტრი.
დედოფალ პარისატიდას შურისძიება იყო საშინელი მისი ქალიშვილის მკვლელობის გამო ამიტომ შეპყრობილ იქნა ტერიტევხმის დედა, ორი ძმა და ორი და ყველა ცოცხლად დამარხეს. რაც შეეხება როქსანას ცოცხლად ნაკუწ-ნაკუწ დაჭრეს თუმცა ტერიტევხმის შვილი როგორღაც გაექცა სასჯელს, ოდიასტის შვილმა მითრიდატემ, რომელიც აჯანყებაში არ მონაწილეობდა აიღო ქალაქი ზარისი და გადასცა ტერიტევხმის შვილს.
==ათენის მარცხი==
[[ძვ. წ. 406|ძვ. წ. 406]] წლის გაზაფხულზე სპარტელებმა ისარგებლეს რა ალკივიადის არყოფნით, [[ათენი|ათენის]] არმიას მიაყენეს უმნიშვნელო მარცხი რის გამოც ათენელებმა დაუსწრებლად დაადანაშაულეს ალკივიადი დამარცხებაში, ეს უკანასკნელი ამის გამო გაიქცა ფარნაბაზთან.
მამაცი მხედართმთავრის გარეშე დარჩენილი ათენის ფლოტი ბლოკირებული და განადგურებული იქნა. ფლოტის ასაღორძინებლად აკროპოლში შეგროვებული ძვირფასეულობით და ფულით განახლებული იქნა ფოლტი 110 ტრიერით, რომელზეც ხალხის უკმაყოფილების გამო აიყვანეს ამბოხებულები და განთავისუფლებული მონები.
[[ძვ. წ. 406]] წელს ათენელებმა არგონიუსის კუნძულებთან ლესბოსთან ახლოს დაამარცხეს პელოპონესის ფლოტი, რომლის დროსაც სპარტელების ასორმოცი გემიდან 70 ჩაძირეს ხოლო ფლოტის მეთაური კალიკრატიდი დაიღუპა. ათენელების გამარჯვების შემდეგ ათენელებმა დაადანაშაულეს სამხედრო სტრატეგები, იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყეს დაჭრილი ათენელების და ჩასაძირად განწირული გემებიდან მეომრების გადარჩენა. მიუხედავად იმისა რომ სტრატეგები ამის მიზეზად ასახელებდნენ შტორმს ყველა სიკვდილით დაისაჯა.
[[ძვ. წ. 405|ძვ. წ. 405]] წელს ლისანდრი კვლავ იქნა ფლოტის ხელმძღვანელად არჩეული. ათენელებმა თრაკიის ხერსონესტან მდინარე ეგოსპოტამის შესართავთან დააყენეს ხელსაყრელი პოზიცია ლისანდრმა ისარგებლა ამ მდგომარეობირ და მოულოდნელად თავს დაესხა ათენელებს და მათი 180 გემიდან ხელთ იგდო 170 ასევე 3000 ათენელი ჩაიგდეს ტყვედ და შემდეგ ყველა სიკვდილით დასაჯეს.
მდინარე ეგოსპოტამთან დამარცხება ათენელებისთვის იყო სრული კატასტროფა. [[ძვ. წ. 405]] წლის შემოდგომაზე ლისანდრი 150 გემით მიადგა ათენს ამავე დროს ორივე მხრიდან გარს შემოერტყა სპარტელტა ქვეითი ჯარები 404 წელს გაზაფხულზე [[ათენი|ათენელები]] იძულებულები გახდნენ დანებებოდნენ და დაედოთ ზავი, ძალზედ მძიმე პირობებით. იმავე [[ძვ. წ. 404]] წელს ლისანდრმა წერილი გაუგზავნა ფარნაბაზს სადაც მას თხოვდა ალკივიადის სიკვდილით დასჯას რაც ფარნაბაზმა შეასრულა კიდეც.
==დარიოსის მმართველობის დახასიათება==
დარიოსის მმართველობის დამახასიათბელი ნეიშნები იყო: ცენტრალური ძალაუფლების დასუსტება, სასახლის შეთქმულებები და ინტრიგები, სამეფო სახლთან დაახლოებული პირების, გავლენის ზრდა, ყოველიმე ამას დაემატა ისიც, რომ [[ძვ. წ. V საუკუნე|ძვ.წ. V საუკუნის]] ბოლოს [[მცირე აზია|მცირე აზიის]] სატრაპები მუდმივად ეომებოდნენ ერთმანეთს, რაზეც აქემენიდთა მეფეები ნაკლებ ყურადღებას იჩენდნენ და არ ერეოდნენ აქტიურად. ცალკეული სატრაპები ხშირად აწყობდნნ ამბოხს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ბერძენი დაქირავებული ჯარების დახმარების ხარჯზე და ცდილობდნენ მოეპოვებინათ სრული დამოუკიდებლობა, იმის გამო, რომ სპარსელთა მეფეების ადმინისტრაცია აქემენიდტა ჩათვლით შუღლს აღვივებდნენ მათ მიერ დაპყრობილ ხალხებს შორის, ხშირი იყო დაპყრობილი ქვეყნების ამბოხებები, რასაც მეფეები ახშობდნენ მოსყიდვითა და ძალით. [[ძვ. წ. 401]]-[[408]] წლებში მოხდა აჯანყება მცირე აზიაში და [[მიდია|მიდიაში]], რაც ძნელად იქნა ჩახშობილი.
[[ძვ. წ. 405]] წელს აჯანყება მოხდა [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]] ამირტეს მეთაურობით.
დარიოს მეორის მმართველობის შესახებ თიხის ფირფიტებზე შემონახული ინფორმაცია გვატყობინებს რომ იგი დაკავებული იყო დიდი მშენებლობებით განსაკუთრებით ქალაქ სუზაში.
==გარდაცვალება==
[[ძვ. წ. 405]] წლის [[მარტი|მარტში]] ავადმყოფობის გამო ცხრამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ დარიოს მეორე გარდაიცვალა [[ბაბილონი|ბაბილონში]]. ნაკშე-რუსტამში არსებული სამი სამარხიდან დარიოსი განისვენებს ერთ-ერთში და იგი [[აქემენიდთა იმპერია|აქემენიდთა]] დინასტიის მეფეებიდან უკანასკნელია რომელიც აქ დაიკრძალა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.iranicaonline.org/articles/darius-iv Энциклопедия Ираника: Дарий II]
 
 
 
 
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარიოს_II“-დან