არტაქსერქსე I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 36:
[[ძვ. წ. 464]] წელს ართახშასას მისი უმცროსი ძმა [[ვიშტაპსა]] აუჯანყდა, რომელიც იმ დროს [[ბაქტრია|ბაქტრიის]] სატრაპი იყო. მაგრამ იგი ორ ბრძოლაში დამარცხებული იყო და იგი მოკლეს. ახალი გადატრიალებების თავიდან ასაცილებლად ართახშასამ ბრძანა თავისი ცოცხალი ძმების დახოცვა. ასე გახდა ართახშასა ახემენიდების იმპერიის ერთპიროვნული მმართველი.
მისი მმართველობა საერთო ჯამში მშვიდი იყო, მაგრამ არა უდარდელი. [[ძვ. წ. 460]] წელს სპარსებმა დაკარგეს [[ეგვიპტე]], სადაც ლივიელი [[ინარი]] გაბატონდა. ეგვიპტის სატრაპი [[ხახამანიში]] [[პაპრემისი|პაპრემისთან]] იყო მოკლული. ინარმა კავსირი დადო [[ათენი|ათენელებთან]], რომლებმაც [[ძვ. წ. 459]] წელს დასახმარებლად 200 გემი გამოუგზავნეს. მალე [[მემფისი]] დაეცა და ალყა შემოერტყა მის ციტადელს
რაც შეეხება ათენელებს, ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას. [[ძვ. წ. 449]] წელს მათმა ესკადრამ [[კიმონი]]ს მეთაურობით [[კვიპროსი|კვიპროსთან]] დაამარცხა სპარსული არმია. მალე ზავი დაიდო, რამაც დაასრულა ნახევარსაუკონოვანი ბერძნულ-სპარსული ომი.
|