კალვინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
კალვინისტური საეკლესიო ორგანიზაცია ძირითადად განსხვავდება კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაციისაგან. მორწმუნეთა თემი ირჩევდა მოძღვარს, რომელსაც არ ჰქონდა მღვდლის წოდება. მას მინისტრი ეწოდებოდა. იგი ჩაცმულობითაც არ გაირჩეოდა ერისკაცთაგან. მინისტრის კანდიდატურას აყენებდა კონსისტორია (საეკლესიო საბჭო), რომელშიც მინისტრების გარდა შედიოდნენ ერისკაცთა მამასახლისები - [[პრესვიტერები]]. მათ ირჩევდნენ ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ერისკაცნი, არსებითად სწორედ პრესვიტერები ხელმძღვანელობდნენ საეკლესიო საქმეებს, ამიტომ კალვინისტურ ეკლესიას ”პრესვიტერიანულსაც” უწოდებენ. კონსისტორია მკაცრ კონტროლს უწევდა მოქალაქეთა ზნეობრივ ყოფაქცევას, ინდივიდუალური თავისუფლება და თავისუფალი აზრი სასტიკად იდევნებოდა.
[[ჟენევა|ჟენევიდან]] [[XVI საუკუნე]]ში კალვინიზმი გავრცელდა [[შვეიცარია|შვეიცარიის]] კანტონებში, [[ინგლისი|ინგლისში]] (პურიტანები), [[შოტლანდია|შოტლანდიაში]], [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებში]], [[გერმანია|გერმანიის]] ნაწილში (უმთავრესად [[რაინი|რაინის]] ველებზე, განსაკუთრებით პფალცში), [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[ჰუგენოტები]]), [[უნგრეთი|უნგრეთსა]] და [[პოლონეთი|პოლონეთში]]. იქ, სადაც გაიმარჯვა კალვინიზმმა, კალვინისტური თემების საქმეებს მართავდნენ კონსისტორიები, ხოლო საეკლესიო საკითხებს წყვეტდნენ კონგრეგაციები - მინისტრთა კრებები, რომლებიც მოგვიანებით იქცნენ კალვინისტური თემების წარმომადგენელთა ადგილობრივ ყრილობებად და ეროვნულ სინოდებად. კალვინიზმის საეკლესიო ორგანიზაცია მისაღები და ხელსაყრელი აღმოჩნდა არა მარტო [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიისათვის]], არამედ [[არისტოკრატია|არისტოკრატიისათვისაც]] (მაგ. საფრანგეთში, შოტლანდიასა და ინგლისში) მოგვიანებით კალვინიზმი გავრცელდა [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]-ში, [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]] და მის ზოგიერთ ყოფილ დომინიონში ([[კანადა]], [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხ. აფრიკა]]). XX საუკუნის 60-იან წლებში კალვინიზმის მიმდევართა რიცხვი აღემატებოდა 45 მლნ. კაცს.
 
{{== ქრისტიანობის მიმდინარეობები}} ==
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}
 
==ლიტერატურა==
{{ქსე2|V|331-332}}
 
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}
[[კატეგორია:ქრისტიანობა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალვინიზმი“-დან