ბალეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

185.23.48.30-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(185.23.48.30-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
[[ფაილი:Edgar Germain Hilaire Degas 005.jpg|thumb|300px|"ბალეტის მოცეკვავეები", [[ედგარ დეგა]], 1872 წ.]]
გამარჯობა ამოწყდეს ეს მტავრობა ტქვენი ჯიში გაწყდეს და მე გავზომე ტქვენი კუბო და ავიგე ზომები ცჰემი ხელით ცჰაგასიკვდილეეეეტ :დ არქეოლოგია არის ნიმუსჰი სხვადასხვა ცივილიზაციებისა და მატი არგახარებული და გადაშენებული და დამარხული მტავრობის ამოწდიიიიიიიტტტტტ
'''ბალეტი''' ([[ფრანგ.]] ballet < [[იტალ.]] balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ) — სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო-მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე-16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.
 
== ბალეტის ისტორია ==
ბალეტი ჩაისახა [[აღორძინების ეპოქა]]ში, [[იტალია]]ში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, [[ოპერა|ოპერისათვის]]. აქედან იგი [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", [[1581]]) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
 
ბალეტის შემდგომი განვითარება [[რომანტიზმი]]ს ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. [[რუსეთის იმპერია]]ში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ [[პეტრე I|პეტრე I]]-ის დროს იწყებს, საიდანაც ის [[საქართველო]]შიც გავრცელდა.
 
== მეცადინეობა და შესრულება ==
 
ბალეტის სწავლას ადრეულ ასაკში იწყებენ. საბალეტო სკოლაში 8 წლის ბავშვებს იღებენ. ბალეტს გრაცია, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება, ამიტომ მასწავლებლები სწორედ ამ მონაცემებით დაჯილდოებულ ბავშვებს ეძებენ.
 
სტუდიაში, სადაც მოცეკვავეები ვარჯიშობენ, კედლებზე ჰორიზონტალური ძეგლებია მიმაგრებული, რომელსაც მოცეკვავე ხელით ეყრდნობა, რათა ვარჯიშისას წონასწორობა შეინარჩუნოს. კედლებზე ასევე სარკეებია, რათა მოცეკვავემ თავისი მოძრაობა დაინახოს. კარიერის მწვერვალზე მყოფმა მოცეკვავემაც კი ყოველდღე გულმოდგინედ უნდა ივარჯიშოს. ბალეტის მოცეკვავის, განსაკუთრებულათ ბალერინასთვის (მოცეკვავე ქალი) ყველაზე დიდი სირთულე ფეხის წვერებზე ცეკვაა. საამისოდ ბალერინას საგანგებო ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც გამძლე და მაგარი წვერები აქვს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=7&t=80 ბალეტი — ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი]
 
{{ბალეტი}}
 
[[კატეგორია:ბალეტი|*]]
[[კატეგორია:ცეკვა]]
1 336

რედაქტირება