ექვთიმე მთაწმიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
 
ექვთიმე მთაწმიდლის მამა, სამცხის ერთ-ერთი დიდებული [[იოანე მთაწმინდელიმთაწმიდელი | იოანე ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი]], [[თორნიკე ერისთავი | თორნიკე ერისთავის]] ძმა, ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო ათონზე. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა [[დავით I კურაპალატი | დავით კურაპალატს]] "ზემონი ქუეყანანი" დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. [[965]] იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და [[ათანასეს ლავრა | ათანასეს ლავრაში]] დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. პრაქტიკული საქმიანობა აფერხებდა მის ლიტერატურულ მუშაობას. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრის თანამდებობა. ექვთიმე მთაწმიდლის ღვაწლი არწერა [[გიორგი მთაწმიდელი | გიორგი მთაწმიდელმა]].
 
ლიტერატურული მოღვაწეობა ექვთიმე მთაწმიდელმა [[975]]-[[977]] დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე ფლობდა ბერძნულ ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც. [ბიოგრაფი ასახელებს "ბალაჰვარს" ([["სიბრძნე ბალავარისი"]] და [["აბუკურა"| "აბუკურას"]])]. ექვთიმე მთაწმინდელს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ.