ბაუჰაუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის ინტერნაციონალიზმით, ბაუჰაზსა და ვხუტემასს შორის ბევრი იდეათა გაცვლა ხდებოდა. ბაუჰაუზის წარმომადგენელი [[ჰინერკ შეპერი]] თანამშრომლობდა სხვადასხვა [[ვხუტეინი|ვხუტეინის]] წარმომადგენელთან თემაზე ფერი არქიტექტურაში. ამის გარდა, [[ელ ლისიცკი|ლისიცკის]] წიგნი სახელად ''რუსეთი: არქიტექტურა მსოფლიო რევოლუციისთვის''  გამოიცა გერმანიაში 1930 წელს რომელშიც შედიოდა ვხუტემას/ვხუტეინის პროექტების ილუსტრაციები.
 
== '''ბაუჰაუზის იტორია''' ==
 
=== '''ვაიმარი''' ===
სასწავლებელი დააარსა [[უოლტერ გროპიუსი|უოლტერ გროპიუსმა]] 1919 წელს. მან გააერთიანა დუკალის ხელოვნებისა და ხელობის სასწავლებელი ვაიმარის დახვეწილი ხელოვნების აკადემიასთან. ბაუჰაუზს ფესვები უდევს 1906 წელს დაარსებულ ხელოვნებისა და ხელობის სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბელგიელი [[არტ-ნუვო|არტ ნუვოს]] სტილის არქიტექტორი [[ჰენრი ვან დე ველდი]]. როდესაც ვან დე ველდს აიძულეს პოსტიდან გადამდგარიყო 1915 წელს იმის გამო რომ იყო ბელგიელი, მან შესთავაზა გროპიუსს, [[ჰერმან ობრისტი|ჰერმან ობრისტს]] და [[აუგუსტ ენდელი|აუგუსტ ენდელს]], რომ მისი საქმე გაეგრძელებინათ. 1919 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომის განადგურებიდან გამოწვეული დაბრკოლება აღარ უშლიდათ ხელს, გროპიუსი გახდა ახალი ინსტიტუციის, ბაუჰაუზის, ხელმძღვანელი. 1919 წლის გამოფენის „უცნობ არქიტექტორთა გამოფენა“ პამფლეტში გროპიუსმა თქვა რომ მისი მიზანი იყო, რომ ჩამოეყალიბებინა ოსტატთა გილდია კლასობრივი განსხვავების გარეშე, რამაც ხელოვანთა და ოსტატთა შორის ამპარტავნების ბარიერი გააჩინა. საწყისი განზრახვა იყო რომ ბაუჰაუზში გაერთიანებულიყო არქიტექტურის სასწავლებელი, ხელობის სასწავლებელი და ხელოვნების აკადემია. 1919 წელს შვეიცარიელმა მხატვარმა [[იოჰანეს იტენი|იოჰანეს იტენმა]], გერმანელ-ამერიკელმა მხატვარმა [[ლიონელ ფაინინგერი|ლიონელ ფაინინგერმა]] და გერმანელმა სკულპტორმა [[ჯერარდ მარქსი|ჯერარდ მარქსმა]] გროპიუსთან ერთან შეადგენდნენ  ბაუჰაუზის ფაკულტეტს. მომდევნო წელს მათ შემოემატათ გერმანელი მხატვარი, სკულპტორი და დიზაინერი [[ოსკარ შლემერი]], თეატრალური სახელოსნოს ხელმძღვანელი, და შვეიცარიელი მხატვარი [[პოლ კლე]], რომელიც 1922 წელს [[ვასილი კანდინსკი|ვასილი კანდინსკიმ]] მოიყვანა. 1922-ში [[ტეო ვან დუზბურგი]] ვაიმარში [[დე სტილი|დე სტილს]] უქმნიდა რეკლამას ასევე ამ წელს ბაუჰაზს ესტუმრა რუსული კონსტრუქტივიზმის არქიტექტორი [[ელ ლისიცკი]].
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://bauhaus-online.de/en bauhaus-online.de]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაუჰაუსი“-დან