ბაუჰაუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
ხელმძღვანელობისა და ადგილის შეცვლამ გამოიწვია ფოკუსის, ტექნიკის, ინსტრუქტორების და პოლიტიკის მუდმივი ცვლა. მაგალითად სამეთუნეო მაღაზია დაიხურა როდესაც სკოლა ვაიმარიდან დესაუში გადავიდა, იმის მიუხედავად რომ ის იყო კარგი საშემოსავლო წყარო. როცა მის ვან დერ როე გახდა სკოლის ხელმძღვანელი 1930 წელს, მან გადააკეთა ის კერძო სკოლად და ჰანეს მეიერის მომხრეებს დასწრების უფლებას არ აძლევდა.
 
== '''ბაუჰაუზი და გერმანული მოდერნიზმი''' ==
გერმანიის დამარცხებამ პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის მონარქიის დაცემამ და ცენზურის გაუქმებამ ახალი, ლიბერალური ვაიმარის რესპუბლიკის მიერ, ხელოვანებს მისცა საშუალება, რომ დაეწყოთ რადიკალური ექსპერიმენტირება მთელ სახელოვნებო სივრცეში, რაც წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ძველი რეჟიმის დროს. ბევრი გერმანელი [[მემარცხენეობა|მემარცხენის]] ხედვებზე ზეგავლენა იქონია რუსული რევოლუციის შემდგომმა კულტურულმა ძიებებმა, როგორიცაა [[კონსტრუქტივიზმი]]. მაგრამ გროპიუსმა არ გაიზიარა ეს რადიკალური ხედვები და თქვა რომ ბაუჰაუზი იყო მთლიანად აპოლიტიკური. ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ინგლისელმა დიზაინერმა [[უილიამ მორისი|უილიამ მორისმა]], რომელმაც თქვა რომ ხელოვნება საზოგადოების აუცილებლობას უნდა ემსახურებოდეს და რომ ფორმასა და ფუნქციას შორის არ უნდა იყოს სხვაობა. ასე ჩამოყალიბდა სტილი ბაუჰაუზი, აგრეთვე ცნობილი როგორც საერთაშორისო სტილი. სტილს ახასიათებდა მორთულობის ანუ ორნამენტაციის უარყოფა და ფუნქციის და დიზაინის ჰარმონიზაცია.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაუჰაუსი“-დან