ქართული უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
ქართული უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა, ფუნდამენტური განათლების მიცემის გარდა, სულიერების, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება, მეცნიერებისა და განათლების რწმენისგან განუყოფლობის იდეის დამკვიდრება, ქართული სააზროვნო სისტემის ერთგულება და უწყვეტი შემოქმედებითი პროცესი. უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამის განხორციელება და სამეცნიერო კვლევების წარმართვა.უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია უნივერსიტეტზე გაცემულია [[საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო|საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის]] [[2008]] წლის [[31 დეკემბერი|31 დეკემბრის]] №1187 ბრძანების საფუძველზე. [[2013]] წელს უნივერსიტეტმა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა ავტორიზაცია. უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.
 
[[ფაილი:Georgian University-SANGU.jpg|მინი|მარცხნივ]]
უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესი ეფუძნება ძლიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და ტექნიკურ რესურსს. უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსი მდებარეობს თბილისში, ბაგებში, მაღალი არქიტექტურული სტანდარტებით შესრულებულ ახალ შენობაში. [[2010]] წელს აშენდა და ქართული უნივერსიტეტის ძირითად შენობას დაემატა ერთი ახალი სასწავლო კორპუსი.