მედიცინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ესეიგი ესაა ცვლილება
მომხმარებლის 188.129.215.8 ცვლილებების გაუქმება (№3161516)
ხაზი 1:
Άฅฎผ{{ყოჯჰ}}[[ფაილი:Asklepios.3.jpg|thumb|'''ასკლეპიო კვერთხით'''<br />მედიცინის ძველბერძნული სიმბოლო]]
## {| class="wikitable" |+ცხრილი ! ! ! ! ! |- ! ! ! ! ! |- | | | | | |- | | | | | |- | | | | | |}'''მედიცინა''''''[[მეცნიერება|მეცნიერებისა]] და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა [[ჯანდაცვა|ჯანმრთელობის]] დაცვის, [[დაავადება|დაავადებების]] თავიდან აცილებისა და [[მკურნალობა|მკურნალობის]], [[სიცოცხლე|სიცოცხლის]] გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის [[ხალხური მედიცინა|ხალხურ მედიცინაში]] და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.'''
 
== '''ისტორია''' ==
'''სამკურნალო ხელოვნების მწვერვალი ძველ სამყაროში იყო [[ჰიპოკრატე|ჰიპოკრატეს]] საქმიანობა. ჩვ.წ. მე-II საუკუნეში ანტიკური მედიცინის წარმოდგენები სისტემატიზებულ იქნა [[გალენოსი, კლავდიუს|გალენოსის]] მიერ. მისი სისტემა, შევსებული [[ავიცენა|ავიცენას]] მიერ, და კანონიზებულ იქნა [[ეკლესია|ეკლესიის]] მიერ, ბატონობდა თითქმის ახალი ეპოქის დასაწყისამდე. მე-XVI-XVII საუკუნეებში [[ანდრეას ვეზალიუსი|ა. ვეზალიუსის]], [[უილიამ ჰარვი|უ. ჰარვის]], აღმოჩენებმა, [[პარაცელსუსი|პარაცელსუსის]] შრომებმა, ა. პარეს და ტ. სიდენჰემის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მედიცინის დაბრუნებას ცდისეულ ცოდნის საფუძვლებში. [[ბუნებისმეტყველება|ბუნებისმეტყველებისა]] და [[ტექნიკა|ტექნიკის]] მიღწევებმა, კლინიკურ-ანატომიური და კლინიკურ-ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებამ, ავადმყოფობის კვლევის ობიექტურმა მეთოდებმა განაპირობებს მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება.'''
 
'''მედიცინის განვითარების პროცესში მოხდა მისი დიფერენცირება რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად, რომლებიც შეისწავლიან:'''
 
* '''ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის აგებულებას და ფუნქციებს - [[ანატომია]], [[ფიზიოლოგია]], [[ჰისტოლოგია]], [[ბიოქიმია]] და სხვა.'''
* '''ავადმყოფ ორგანიზმს - [[პათოლოგიური ანატომია]], [[პათოლოგიური ფიზიოლოგია]] და სხვა.'''
* '''ავადმყოფობები და მათი მკურნალობა - [[თერაპია]], [[ქირურგია]] და სხვა.'''
* '''გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - [[ჰიგიენა]]'''.
 
== '''მედიცინის დარგები''' ==
 
* '''[[ანესთეზიოლოგია]] - შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს ოპერაციის გასაკეთებლად'''
*'''[[გასტროენტეროლოგია]]-შეისწავლის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებს და მათ დაავადებებს'''
* '''[[გენეტიკა]] - შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას'''
* '''[[გინეკოლოგია]] - შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოებს და მათ დაავადებებს'''
* '''[[დერმატოლოგია]] - შეისწავლის კანის სნეულებებს'''
* '''[[ენდოკრინოლოგია]] - შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებას და ფუნქციებს'''
* '''[[ვენეროლოგია]] - შეისწავლის ვენერიულ სნეულებებს'''
* '''[[იმუნოლოგია]] - შეისწავლის ადამიანის იმუნიტეტს'''
* '''[[კარდიოლოგია]] - შეისწავლის გულის დაავდებებს'''
* '''[[ლოგოპედია]] - შეისწავლის მეტყველების ნაკლს და მის მკურნალობას'''
* '''[[ნარკოლოგია]] - შეისწავლის ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ადამიანთა მის მიმართ დამოკიდებულებას და მათ მკურნალობას'''
* '''[[ნეფროლოგია]] - შეისწავლის თირკმლების დაავადებებს'''
* '''[[ონკოლოგია]] - შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს'''
* '''[[ორთოპედია]] - შეისწავლის ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას'''
* '''[[ოსტეოლოგია]] - შეისწავლის ძვლების ფორმასა და სტრუქტურას'''
* '''[[ოტორინოლარინგოლოგია]] - შეისწავლის ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებებს'''
* '''[[ოფთალმოლოგია]] - შეისწავლის თვალის სნეულებებს და მათ მკურნალობას'''
* '''[[პათოლოგია]] - შეისწავლის ავადმყოფობის პროცესებს'''
* '''[[პედიატრია]] - შეისწავლის ბავშვთა სნეულებებს'''
* '''[[პროქტოლოგია]] - შეისწავლის ადამიანის უკანალის სნეულებებს და მათ მკურნალობას'''
* '''[[რადიოლოგია]] - მეცნიერება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების მოქმედებისა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.'''
* '''[[რევმატოლოგია]] - შეისწავლის რევმატულ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს'''
* '''[[საოჯახო მედიცინა]] - შეისწავლის ოჯახის ექიმების მომსახურებას და მათი მომსახურების მეთოდებს'''
* '''[[სექსოლოგია]] - შეისწავლის ადამიანის სექსუალური აღზრდის მეთოდებს'''
* '''[[სტომატოლოგია]] - შეისწავლის პირის ღრუს და კბილების დაავადებებს'''
* '''[[ტოქსიკოლოგია]] - შეისწავლის შხამების თვისებებს და მათ ზეგავლენას ორგანიზმზე'''
* '''[[ტრავმატოლოგია]] - შეისწავლის ტრავმულ დაზიანებებს და მათ მკურნალობას'''
* '''[[ტრანსფუზიოლოგია]] - მეცნიერება სისხლის და სისხლის შემცველების დონორის ორგანიზმში გადასხმის შესახებ'''
* '''[[ფარმაკოლოგია]] - შეისწავლის სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე'''
* '''[[ფარმაცევტიკა]] - იგივეა რაც ფარმაცია'''
* '''[[ფარმაცია]] - შეისწავლის სამკურნალო საშუალებების მოპოვების, დამუშავების, დამზადების წესებს'''
* '''[[ფიზიოლოგია]] - შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციებს'''
* '''[[ფსიქიატრია]] - შეისწავლის ფსიქიურ დაავადებებს და მათ მკურნალობას'''
* '''[[ფტიზიატრია]] - შეისწავლის ფილტვების ტუბერკულოზს და მის მკურნალობას'''
* '''[[ჰემატოლოგია]] - შეისწავლის სისხლის შემადგენლობას, თვისებებს და დაავადებებს'''
* '''[[ჰისტოლოგია]] - შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა აგებულებას'''
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედიცინა“-დან