მოტეხილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
82.211.135.179-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 95.104.50.237-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
ხაზი 10:
ასევე ხშირია სხივის ძვლის მოტეხილობა [[მაჯა|მაჯის]] სახსართან ახლოს. აქაც ანალოგიურ მიზეზებთან გვაქვს საქმე. განსხვავება ის არის, რომმ ბარძაყის ყელის მოტეხილობა ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს, სხივის ძვლის მოტეხილობა კი კონსერვატიულს ემორჩილება.
 
== მოტეხილობის კლასიფიკაცია გამოიკვლია ნიკა ონიანმა ==
[[ფაილი:K-Knie-z2.jpg|thumb|250px|[[დიდი წვივის ძვალი]]]]
კანის დაზიანების მიხედვით მოტეხილობა ორგვარია: ღია და დახურული.
ხაზი 44:
მოტეხილობის ასევე უტყუარი, თუმცა არა სავალდებულო ნიშანია კიდურის დამოკლება, რაც ძვლების შეცილების შედეგია.
 
მოტეხილობის უტყუარი ნიშანია კრეპიტაციაც - მოძრაობისას ძვლის ნატეხების ხმიანობა. კრეპიტაცია არ აღინიშნება, თუ ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს ძლიერ არის დაშორებული ან მათ შორის რბილი ქსოვილია მოქცეული.
 
კონსერვატიული
== გართულებები ==
მოტეხილობის ადრეული გართულებაა [[თრომბოემბოლია]], თუ მოტეხილობა ღიაა - ჭრილობის ინფიცირება და დაჩრქება. გვიანი გართულებაა მოტეხილობის შეუხორცებლობა ანუ ყალბი სახსრისჩამოყალიბება ან არასწორი შეხორცება, რაც გამოიწვევს კიდურის დამოკლებას, დეფორმაციას და ა.შ.
 
== დიაგნოსტიკა ==
მოტეხილობის ხასიათსა და სახეობას რენტგენოგრაფიული კვლევით ადგენენ. სახსარშიგა მოტეხილობის დროს ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და ოპერაციის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით მიმართავენ კომპიუტეროლ ტომოგრაფიას.
 
== პირველი დახმარება ==
მოტეხილობის დროს პირველი დახმარება გულისხმობს ტრავმირებული კიდურის უძრავად დაფიქსირებას, რადგან მოტეხილი არის მოძრაობა ტკივილს აძლიერებს, ძვლის ფრაგმენტებს ერთმანეთს აცილებს და რბილ ქსოვილებს აზიანებს. ფიქსაციისთვის გამოიყენება [[არტაშანი]]. [[სასწრაფო დახმარება|სასწრაფო დახმარების]] ბრიგადებს სამედიცინო არტაშნები აქვთ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არტაშნებად შეუძლიათ ფიცრის ან მყარი მუყაოს ნაჭრები გამოიყენონ. თუ ხელთ არც ეს აღმოაჩნდათ, მაშინ ზედა კიდური ტანს უნდა მიეკრას, ხოლო ქვედა კიდური - ჯანმრთელ კიდურს. გარდა ამისა, დაშავებულს უნდა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ამის შემდეგ კი მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.
 
როდესაც მოტეხილობა ღიაა, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ჭრილობა სუფთა ნაჭრით უნდა დაიფაროს.
 
დაუშვებელია მოტეხილობის დროს არაპროფესიონალის მიერ დეფორმატიის ძალით ჩასწორება, მაგალითად, კიდურის დაჭიმვით ან მასზე ზეწოლით. ჯერ ერთი, ეს გააძლიერებს ტკივილს და შესაძლოა, შოკიც კი გამოიწვიოს, მეორე - გამოიწვევს მოტეხილი ძვლების ცდომას, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
 
== მკურნალობა ==
მოტეხილობის მკურნალობის პრინციპი ასეთია: თუ ძვლები შეცილეულია, უნდა ჩასწორდეს, ამის შემდეგ კი კიდური სრულ შეხორცებამდე უძრავად დაფიქსირდეს. ამის მოხერხება შეიძლება როგორც კონსერვატიული მეთოდებით, ისე ოპერაციით. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას [[ტრავმატოლოგია|ტრავმატოლოგი]] ადგენს.
 
კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს დაჭიმვას (ხალხში გირების დაკიდებას რომ უწოდებენ) ან ჩასწორებას და შემდგომ [[თაბაშირი]]ს დადებას. თაბაშირის დადებისას აუცილებელია, თაბაშირში სამი სეგმენტი მაინც იყოს მოქცეული - მხოლოდ ასე მოხერხდება ტრავმირებული კიდურის უძრაობის შენარჩუნება. მაგალითად, თუ სახსარია დაზიანებული, თაბაშირი უნდა დაედოს ამ სახსარსა და მეზობელ ორ ძვალს, თუ ძვალი - ამ ძვალსა და მის მიმდებარე ორ სახსარს. თუ ეს პრინციპი არ იქნა დაცული, საიმობილიზაციო საშუალების გამოყენებას აზრი ეკარგება, რადგან უძრაობას ვერ შეინარჩუნებს, მხოლოდ ზედმეტ ტვირთად დააწვება ავადმყოფს.
 
ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მოტეხილი ძვლის კონსერვატიულად ჩასწორება ვერ ხერხდება ან ფიქსაციის დროს მოსალოდნელია ძვლის ფრაგმენტების მეორეული შეცილება - ხელახალი ცდომა თაბაშირის ნახვევში.
 
ოპერაციული მკურნალობის დროს მოტეხილ ძვლებს ამაგრებენ სპეციალური მეტალის ფიქსატორებით, რომლებიც იმდენად სრულყოფილია, რომ გარეგანი საიმობილიზაციო საშუალებების დამატება აღარ სჭირდება. ასეთი ფიქსაცია იძლევა საშუალებას, პაციენტმა მალევე დაიწყოს მოძრაობა და თავიდან აიცილოს სახსრის ჩაკეტვა, კუნთების ატროფია და სხვა.
 
სასურველია, შეხორცების შემდეგ ფიქსატორი ამოღებულ იქნეს, რათა უკვე გამოჯანმრთელებული ძვალი სრულყოფილად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ატროფირდება.
 
კუნთების ატროფიის თავიდან ასაცილებლად პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე ურჩევენ, კუნთები ავარჯიშოს - პერიოდულად (საათშ 1-2 წუთის განმავლობაში) დაჭიმოს და მოადუნოს. მოგვიანებით, როდესაც ჭრილობა ბოლომდე მოშუშდება, შეიძლება მასაჟის დაწყებაც.
 
== ლიტერატურა ==
* მედიცინის დიდი საოჯახო ენციკლოპედია; გვ. 278
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Fractures|მოტეხილობები}}
* [http://www.wildernessmanuals.com/manual_4/chpt_4/index.html პირველი დახმარება მოტეხილობისას]{{en icon}}
* [http://www.auslandsjahr.eu/2007/03/29/broken-leg-beinbruch-videos/ მოტეხილობის ვიდეოები]{{en icon}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოტეხილობა“-დან