მოტეხილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 55:
მოტეხილობის დროს პირველი დახმარება გულისხმობს ტრავმირებული კიდურის უძრავად დაფიქსირებას, რადგან მოტეხილი არის მოძრაობა ტკივილს აძლიერებს, ძვლის ფრაგმენტებს ერთმანეთს აცილებს და რბილ ქსოვილებს აზიანებს. ფიქსაციისთვის გამოიყენება [[არტაშანი]]. [[სასწრაფო დახმარება|სასწრაფო დახმარების]] ბრიგადებს სამედიცინო არტაშნები აქვთ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არტაშნებად შეუძლიათ ფიცრის ან მყარი მუყაოს ნაჭრები გამოიყენონ. თუ ხელთ არც ეს აღმოაჩნდათ, მაშინ ზედა კიდური ტანს უნდა მიეკრას, ხოლო ქვედა კიდური - ჯანმრთელ კიდურს. გარდა ამისა, დაშავებულს უნდა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ამის შემდეგ კი მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.
 
როდესაც მოტეხილობა ღიაა, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ჭრილობა სუფთა ნაჭრით, მჭიდროდ უნდა დაიფაროს.
 
დაუშვებელია მოტეხილობის დროს არაპროფესიონალის მიერ დეფორმატიის ძალით ჩასწორება, მაგალითად, კიდურის დაჭიმვით ან მასზე ზეწოლით. ჯერ ერთი, ეს გააძლიერებს ტკივილს და შესაძლოა, შოკიც კი გამოიწვიოს, მეორე - გამოიწვევს მოტეხილი ძვლების ცდომას, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოტეხილობა“-დან