ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რაღაც ვერ არის ამ ინფოდაფაში, მისახედია.
No edit summary
ხაზი 24:
ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა საუკუნეებში კი ნაკაშიძედ. ნაკაშიძეები [[გურია|შუა გურიაში]] ცხოვრობდენ და მათი ერთი შტო თავადები იყვნენ. XII საუკუნეში ,თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და [[ნაკაიძეები]] გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ.
 
ნაკაშიძეებს, როგორც [[გურია|გურიის]] ერთ-ერთ თავადურ გვარს ასახელებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]] [[თავდგირიძეები]]ს, [[შარვაშიძეები]]ს, [[ბერეჟიანები]]ს, ბერიძეების[[ბერიძეები]]ს, კვერღელიძეების[[კვერღელიძეები]]ს გვერდით. ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იყო წარჩინებული თავადი, რომელსაც XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი [[ჯუზეპე ჯუდიჩი]] იხსენიებს. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები [[დიმიტრი ბაქრაძე]]ს უნახავს [[გურიანთა|გურიანთის]] ციხის ეკლესიაში 1873 წელს.<ref>''[[დიმიტრი ბაქრაძე]],'' „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ გვ. 272 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>
 
ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სოფლები: [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]].<ref>''ო. სოსელია'', „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, გვ. 165 — თბილისი, 1981 წ.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან