თუკიდიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''თუკიდიდე''' (დ. დაახლ. [[ძვ. წ. 465]]/[[ძვ. წ. 460|460]]/[[ძვ. წ. 455|455]] ― გ. [[ძვ. წ. 400]]/[[ძვ. წ. 395|395]]) — [[ბერძნები|ბერძენი]] (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. „ისტორიის მამის“, [[ჰეროდოტე]]ს, უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.
 
თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის [[ათენი]]ს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ [[პერიკლე]]ს. იბრძოდა [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომში]] (ძვ. წ. 431-404). იყო სტრატეგოსი და ათენელთა ფლოტის მეთაური [[თრაკია|თრაკიის]] სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ, ([[სპარტა|სპარტელებმა]] მიიტაცეს [[ამფიპოლისი]]) ძვ. წ. 424 წელს, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში - [[თრაკია]]ში - შეუდგა თხზულების, „ისტორიის“, წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება [[პელოპონესის ომებისომი|პელოპონესის ომები]]ს იატორიასისტორიას. პირველი წიგნი, ე. წ. „არქეოლოგია“, როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (მოცემული ნაწარმოები თავისი შრომებით აზრობრივად გააგრძელა [[ქსენოფონტი|ქსენოფონტმა]]).
 
თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, [[ჰეროდოტე]]) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა „ამოდ საკითხავი“ და „ამოდ სასმენი“ ამბების თხრობას, არამედ „ჭეშმარიტების ძიებას“. ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას („წყაროს“).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თუკიდიდე“-დან