თუკიდიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, [[ჰეროდოტე]]) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა „ამოდ საკითხავი“ და „ამოდ სასმენი“ ამბების თხრობას, არამედ „ჭეშმარიტების ძიებას“. ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას („წყაროს“).
 
თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის „ფაქტი“ (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას „მარადიულობის მონაპოვრად“ მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის „შერწყმა-შერევის“ პოზიციაზე იდგა, მან განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო ფორმით ხელისუფლების მართვა. საერთოდ თუკიდიდე იშვიათად გამოხატავდა თავის პირად მოსაზრებებს.