თუკიდიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა მეცნიერი
| სახელი = თუკიდიდე
| მშობლიური სახელი = Θουκυδίδης
| ფოტო =Thucydides pushkin02.jpg
| სურათის ზომა =
| სურათის წარწერა =
| დაბადების თარიღი = დაახ [[ძვ. წ. 460]]
| დაბადების ადგილი =
| გარდაცვალების თარიღი = დაახ [[ძვ. წ. 400]]
| გარდაცვალების ადგილი = [[ათენი]]
| მოქალაქეობა =
| სამეცნიერო სფერო = [[ფილოსოფოსი]],[[ისტორიკოსი]]
| მუშაობის ადგილი =
| ალმა-მატერი =
| სამეცნიერო ხელმძღვანელი =
| გავლენა იქონიეს =
| გავლენა იქონია =
| განთქმული მოსწავლეები =
| ცნობილია როგორც =
| სამეცნიერო ხარისხი =
| სამეცნიერო წოდება =
| ჯილდოები და პრემიები =
| ხელმოწერა =
| საიტი =
}}
[[ფაილი:Thukydides.jpg|thumb|right|თუკიდიდე]]
'''თუკიდიდე''' (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 ― გ. 400/395) — [[ბერძნები|ბერძენი]] (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. „ისტორიის მამის“, [[ჰეროდოტე]]ს, უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.
თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, [[ჰეროდოტე]]) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა „ამოდ საკითხავი“ და „ამოდ სასმენი“ ამბების თხრობას, არამედ „ჭეშმარიტების ძიებას“. ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას („წყაროს“).
 
თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის „ფაქტი“ (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას „მარადიულობის მონაპოვრად“ მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის „შერწყმა-შერევის“ პოზიციაზე იდგა,მან განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო ფორმით ხელისუფლების მართვა.საერთოდ თუკიდიდე იშვიათად გამოხატავდა თავის პირად მოსაზრებებს.
 
 
 
== ლიტერატურა ==