მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
[[იაკობ ბალახაშვილი]] ნაშრომში „ძველი თბილისი“ წერს:
{{ციტატა|XVII საუკუნეში, როცა ამ მონასტერს მღვდელი იოსები და მისი მეუღლე ანასტასია ემსახურებოდნენ, სამი დანი: ანა, ბარბარე და მართა შეეხიზნენ. შაჰ აბასის ხელქვეითებმა თბილისის აოხრებისას მთაწმინდის ეკლესიას მიაშურეს და ხუთივეს რჯულის გამოცვლა მოსთხოვეს. ხუთივე მოკლულ იქნა უარის თქმისათვის. ხალხმა მთაწმინდაზე დაასაფლავა ისინი.}}
1809 წელს კათოლიკოს ანტონ II–ის ლოცვა-კურთხევით გაბაშვილების მიერ აშენებული ეკლესია დაანგრიეს და ძველი ეკლესიის ნაშთზე ახალი ააგეს. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქაშვეთის ტაძრის მეორე მღვდელი თომა გრიგორაშვილი. ახალი ეკლესია ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით ფერისცვალების
 
 
 
 
 
 
 
 
 
1809 წელს კათოლიკოს ანტონ II–ის ლოცვა-კურთხევით გაბაშვილების მიერ აშენებული ეკლესია დაანგრიეს და ძველი ეკლესიის ნაშთზე ახალი ააგეს. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქაშვეთის ტაძრის მეორე მღვდელი თომა გრიგორაშვილი. ახალი ეკლესია ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით ფერისცვალების სახელობაზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფილემ.
 
მღვდელი ნესტორ მაჭარაშვილის მიერ 1895 წელს გამოცემულ წიგნში ”აღწერა მთაწმინდის ეკლესიისა და წმინდა მამის დავითის ცხოვრებისა” მთაწმინდის ეკლესიის მონაზვნების შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით: ”1830-1870 წლებში (ტფილისის) მამადავითის ეკლესიის გალავანში ცხოვრობდა ორი შესანიშნავი მშრომელი მონაზონი, სალომე ფორაქიშვილის ასული და ანასტასია კობიაშვილის ასული. ის საეკლესიო სახლები, რომლებიც ამ ეკლესიის გალავანშია, იმათი საკუთარი ხარჯით არის აშენებული. მათ სათითაოდ ჰქონდათ სკოლა. შეგირდები ბლომად ჰყოლიათ. სალომე გარდაიცვალა 1861 წ. , ანასტასია კი 1871 წ. არის დღეს ცოცხალი კიდევ ერთი მონაზონი, 95 წლის ნინო (ახვლედიანისა), რომელიც ამ ეკლესიასთან თავის გაკეთებულ ქოხში ცხოვრობს…”. მონაზონთაგან შეგირდები, წერა-კითხვა-გალობის გარდა, სწავლობდნენ ჭრას, კერვას, ქსოვას და ქარგვას.
 
კავკასიის მთავარმართებლის ა. ერმოლოვის დროს, 1817-1818 წლებში სამხედრო მესანგრეებმა გააფართოვეს ეკლესიაში მისასვლელი ძველი გზა. 1850 წლიდან, როდესაც საქართველოში ეკლესიათა რეკონსტრუქცია დაიწყო, დღის წესრიგში დადგა მთაწმინდის ნახევრად ქვისა და ნახევრად ხის ეკლესიის განახლების საკითხი.
 
ახალ გუმბათიან ეკლესიას საძირკველი 1859 წლის 22 სექტემბერს ჩაეყარა, 1871 წლის 22 სექტემბერს კი ეგზარქოსმა ევსევიმ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხის გუმბათით გადახურული ეკლესია აკურთხა მამადავითის სახელზე. 1879 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორაშვილმა, თომა გრიგორაშვილის ვაჟმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა. უსახსრობის გამო ეკლესიის კანკელად გამოიყენეს ანჩისხატის ეკლესიიდან წამოღებული კანკელი. 1889 წელს იოსების შვილის, ზაქარია გრიგორაშვილის წინამძღვრობის პერიოდში ეკლესიის კედლები მოიხატა. 1891 წელს ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო საქალებო სკოლა. მტრის თარეშის დროსაც, როცა თბილისში ღვთისმსახურება წყდებოდა, ამ წმიდათა საყდარში ყოველთვის გაისმოდა საეკლესიო გალობა. ეკლესია სიონის საკათედრო ტაძრის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და აქვე ინახებოდა წმინდ ადავითის ხატიც. ეს ხატი მამადავითის ხსენების დღეს გადაჰქონდათ სიონიდან ეკლესიაში, სადაც მთელი დღე მლოცველთა წინაშე იდგა.
 
პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს ერთ საინტერესო ფაქტს: ”არ შეიძლება დავიდუმოთ მლოცველთა ერთი უცნაური ჩვეულების შესახებაც. ეკლესიის ჩრდილოეთი მხარე მთლიანად ადგილობრივი სიპი ქვის კენჭებითაა მოფენილი. ისინი მათ კედელზე ამაგრებდნენ და უკეთ მიკრული კენჭები მათ სურვილის აღსრულების ნუგეშს აძლევს. მაგრამ ამას ბავ შვები გასართობად სჩადიან, ქალები კი აგდებულადაც, იქნებ ანგარიშმიუცემელი ჩვევის და არა ცრუმორწმუნოების გამო. ”
 
საერთო ასახულობით ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. ასეთია გუმბათის ყელი, მრავალწახნაგა სახურავი, შვერილი ნახევარწრიული აბსიდი, ფრონტონები და მათი გაფორმება, თუმცა ნაგებობა ეკლექტიკური ბუნებისაა და არ გამოირჩევა მაღალი არქიტექტურული ღირებულებებით.
 
ეკლესია აგურითაა ნაშენი. გარედან ჯვარგუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა, ეს სტრუქტურა ეფემერულია და არა ისახება ნაგებობის შიდა სივრცეში, როგორც ეს დამახასიათებელია შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ტრადიციულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობათათვის. გარედან შენობა სადაა, დეკორატიული თაღები ამკობს მხოლოდ ფასადების გრძივიკედლების ზედანაწილებს. საკურთხევლის ნახევრადწრიულად შვერილ აბსიდზე შუა მრგვალი სარკმლის ქვეშ აგურის წყობაში ჩართულია მოწითალო ქვის მაღალი ჯვარი. ინტერიერის წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში მოწყობილია ხის პატრონიკე.
 
მოხატულობაში, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს არის შესრულებული, მომეტებული ადგილი საქართველოს ეკლესიის წმინდანების გამოსახულებებს ეთმობა. იგი თვალსაჩინო ნიმუშია ეროვნული წმინდა ნებისადმი იმ საგანგებო ყურადღებისა, რაც XIX საუკუნის ქართული საეკლესიო კედლის მხატვრობისათვის არის დამახასიათებელი. საკურთხევლის ორივე მხარეზე მოთავსებულია ღირსი დავით გარეჯელისა დაწმიდანიკოლოზის ხატები.
 
ტაძრის მახლობლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე, საკურნებელი თვისების მქონე წყარო, რომლის შესახებაც იაკობ ბალახაშვილი წერს: „ქალაქის მიტოვების წინ დავითმა, ლეგენდის თქმით, ღმერთს შესთხოვა მთაზე ისეთი წყარო, რომელიც უშვილო ქალებს მისი დალევით შვილოსნობას მიანიჭებდა, გადმოცემა დასძენს, განგებამ თხოვნა აუსრულაო“.
 
XX საუკუნის დასაწყისში ძველი ეკლესიის ადგილზე სამრეკლო ააგეს, რომელშიც ფერისცვალების ეკლესიაა მოქცეული, ბოლო წლებში კი სამლოცველო წმინდა დავითის წყაროსთანაც აშენდა. XIX საუკუნის ბოლოდან ტაძრის ირგვლივ ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
 
==ტაძრის აღწერილობა==