მაგელანის დიდი ნისლეული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 40 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q49957
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Large.mc.arp.750pix.jpg|მინი|მარჯვნივ|250პქ|მაგელანის დიდი ნისლეული]]
'''მაგელანის დიდი ნისლეული''' — [[ირმის ნახტომი|ჩვენი გალაქტიკის]] პატარა თანამგზავრი-[[თანამგზავრი გალაქტიკა]], რომელიც ირმის ნახტომის გარშემო ბრუნავს. ის გადაჭიმულია 14 000 [[სინათლის წელიწადი|სინათლის წლის]] მანძილზე. ეს კი არ არის საკმარისი ზომა იმისათვის, რომ მან [[სპირალური მკლავები]]ს ფორმირება შეძლოს. შესაბამისად, მას უსწორ-მასწორო სტრუქტურა გააჩნია. ის [[ოქროს თევზი (თანავარსკვლავედი)|ოქროს თევზისა]] და [[მაგიდა მთა|მაგიდა მთის]] თანავარსკვლავედში მდებარეობს. ხოლო ზომით მაგელანის დიდი ნისლეული ირმის ნახტომის 1/10-ია, ხოლო მასით 1/100. ის ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან დაშორებულია 160 000 სინათლის წლის მანძილზე.
 
ხილულ დიაპაზონში, მხოლოდ [[გალაქტიკის ბარი]] ანათებს კაშკაშად. ის სამხრეთ ნახევარსფეროდანაც კი შეიძლება დავინახოთ შეუიარაღებელი თვალით. მაგელანის დიდი ნისლეული ღამის ცაზე მოჩანს შედარებით მკრთალი [[მაგელანის პატარა ნისლეული|მაგელანის პატარა ნისლეულთან]] ერთად. „მაგელანის ნისლეულები“ [[პორტუგალია|პორტუგალიელი]] მკვლევარის - [[ფერნანდო მაგელანი]]ს სახელს ატარებენ. მეცნიერისა, რომელმაც თავისი მგზავრობის დროს შენიშნა ეს ორი ობიექტი. ეს იყო 1519 წელი.