GSM: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
== GSM-ის ისტორია ==
გასული საუკუნის 80-იან წლებში [[ევროპა]]ში, განსაკუთრებით [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], გერმანიაში[[გერმანია]]ში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] და სკანდინავიის ქვეყნებში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა მობილური სატელეფონო კავშირი. თითოეული ქვეყანა ამუშავებდა თავის სისტემას, რომელიც არ იყო თავსებადი სხვა ქვეყნის სისტემებთან, როგორც აგებით, ისე ფუნქციონირების თვალსაზრისით. ეს სიტუაცია მიუღებელი იყო, რადგანაც ერთისერთი მხრივ, მობილური მოწყობილობები (ტელეფონები) მხოლოდ ფუნქციონირებდნენ ქვეყნის შიგნით, კონკრეტული ქსელის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, შეზღუდული იყო მოწყობილობებით ვაჭრობის ბაზარი. ამის გამო შეუძლებელი იყო ნაწარმის გასაღება, დიდი იყო მობილურ კავშირზე დანახარჯების დრო.
 
1982 წელს ევროპის ფოსტებისა და ტელეკომუნიკაციების კონფერენციამ (CEPT - Conference of European Post and Telecommunication) ჩამოაყალიბა სპეციალური ჯგუფი GSM (Group Special Mobile) ევროპისთვის მობილური მიწისზედა სისტემის შესწავლისა და დამუშავებისთვის. 1989 წელს ვალდებულება GSM_ის დამუშავებაზე აიღო ტელეკომუნიკაციის დარგში სტანდარტების ევროპის ინსტიტუტმა ETSI (European Telecommunication Standarts Institute). GSM_ის პირველი სპეციფიკაციები შექმნილ იქნა 1990 წელს. 1991 წელს დაიწყო პირველი ქსელების კომერციული ექსპლუატაცია, ხოლო 1993 წელს ევროპის 22 ქვეყანაში უკვე მოქმედებდა GSM ქსელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/GSM“-დან