საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 109.238.239.190 ცვლილებების გაუქმება (№3159516)
ხაზი 1:
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
 
'''[http://cesko.ge/ ცენტრალური საარჩევნო კომისია]''', ''ცესკო'' — შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის მდივანს.
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.
ხაზი 24:
* ირაკლი ჭყოიძე — კომისიის წევრი ([[გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა]])
 
== სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ([http://electionreforms.ge/geo [სწავლების ცენტრი]]) ==
[[საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი]] არის საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით.
სწავლების ცენტრის ფუნქციებია: საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და